თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან — უკრაინა-რუსეთი: დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება — "დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?" — გამოაქვეყნა. რეპორტი საქართველოში პირველი მაკრო-ეკონომიკური, ანალიტიკური დოკუმენტია, რომელიც უკრაინაში მიდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენას ეხება. პუბლიაციაში განხილულია მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი და შესაბამისი ანალიზი საქართველოს ეკონომიკური ვითარების ჭრილში.
დროული გადაწყვეტის სცენარი
- შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი. უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები აღარ გრძელდება.
- რუსეთის მიმართ წესდება სანქციები, მაგრამ რუსეთი აგრძელებს ენერგორესურსების ექსპორტს. SWIFT-დან ძირითადი ბანკების გათიშვა დროებითია.
- ხდება სხვა სანქციების მხოლოდ ეტაპობრივი შერბილება.
- 2014-2015 წლების შოკისაგან განსხვავებით, ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასები მაღალია, რაც ორივე ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია.
- ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 105 დოლარს აღწევს, წლის ბოლოსაკენ კი 85 დოლარამდე მცირდება.
- ეს სცენარი, წინა შეფასების მსგავსია, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე და ვალუტებზე უფრო მეტი ნეგატიური ზეგავლენით.
- 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა - 10-15%-ით, ხოლო რუსეთის დაახლოებით 4%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი 30 და 20%-ით უფასურდება, საწყის პერიოდში შესაძლო კიდევ უფრო მეტი გაუფასურებით, განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში.
ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
2022 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6%-დან 3.5-4.0%-მდე მცირდება და ლარი დოლართან 5%-ით, დაახლოებით 3.15-მდე უფასურდება. ამასთან, საწყის პერიოდში 3.3-3.4-მდე დროებითი გაუფასურება არაა გამორიცხული.
ამ სცენარში, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და საგარეო დაფინანსებით ფისკალური სტიმული ზომიერია, თუ საერთოდ საჭირო, რადგანაც წმინდა შემოდინებებში დანაკლისი 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდეა, ხოლო 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 170 მილიონი დოლარის გაუმჯობესებას აქვს ადგილი.
დეპოზიტების ვალუტასა და სესხების ლარში გადატანას მხოლოდ მცირე მასშტაბი აქვს.
2022 წლის ინფლაცია სამიზნეზე მხოლოდ მცირედით მაღალია და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებული 10.5%-დან, დაახლოებით 9%-მდე მცირდება. ამასთან, არაა გამორიცხული განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრება, ვიდრე შედარებით დროული გადაწყვეტის- სცენარი უფრო თვალსაჩინო გახდება.
იმის გათვალისწინებით, რომ შოკი ეგზოგენურია, ანუ ის პანდემიის მსგავსად არაა ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორებით გამოწვეული, 2023 წლის აღდგენაც ძლიერია.
დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარი
- კონფლიქტი კვარტალზე მეტი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
სანქციები საკმაოდ მძიმეა, SWIFT-დან გათიშვისა და ენერგორესურსების ექსპორტის ჩათვლით. - რუსეთის შიდა საანგარიშსწორებო სისტემა, კრიპტოვალუტები და სხვა ტექნოლოგიები SWIFT-ის ალტერნატივას ვერ ასრულებს, თუმცა ქვეყნის შიგნით გადახდები შეუფერხებლად გრძელდება.
- სანქციების ზეგავლენის შერბილების მიზნით, ჩინეთის მხარდაჭერას ადგილი არ აქვს და რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტის ნახევარზე მეტს კარგავს.
- ქვეყნის საერთაშორისო აქტივების ნახევარზე მეტი დაყადაღებულია და რუსეთი შოკის მიტიგაციისათვის მხოლოდ მათ ნაწილს იყენებს.
- აშშ და ოპეკი ზრდიან ენერგორესურსების მიწოდებას.
- თუმცა, ფასები მაინც იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევს და წლის ბოლოსაკენ 120 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება.
- ამ სცენარში, უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 20%-ით, ხოლო რუსეთის 7-10%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი, 50 და 30%-ით უფასურდება განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში უფრო მეტი დროებითი გაუფასურების მაღალი ალბათობით.
ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ამ სცენარში, გაანგარიშებული წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით 740-ს, ხოლო 2021 წელთან შედარებით 110 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამასთან, ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურება არაა გათვალისწინებული, რაც იმპორტს ამცირებს, თუმცა ჩვენი შეფასების ნაკლები ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, რადგანაც ძირითადი ზეგავლენა არა ჩანაცვლების, არამედ შემოსავლების ეფექტიდანაა.
ლარის მხოლოდ მცირე, 5-10%-ით გაუფასურების შემთხვევაში, 2022 წლის ზრდა კონფლიქტამდე არსებული 6%-იანი პროგნოზიდან, დაახლოებით 0.5%-მდე მცირდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და მთავრობის საგარეო დაფინანსებით ბალანსდება. ჩვენი შეფასებით, ჯამურად 550 მლნ აშშ დოლარის მიწოდება არის საკმარისი.
მნიშვნელოვანი გაუფასურების სცენარში, ლარი დოლართან დაახლოებით 3.5-მდე უფასურდება, დამატებითი დროებითი გაუფასურების ანგარიშგასაწევი ალბათობით, და წმინდა შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით ნახევრდება, თუმცა ეკონომიკის ზრდა მცირედით ნეგატიურია.
საგარეო შოკის გარდა, ასევე რისკია, რომ ერთი მხრივ, ვალუტის დეპოზიტების, ხოლო ამავდროულად მეორე მხრივ, ლარის სესხების ზრდამ შოკი გაამწვავოს, როგორც ეს 2020-2021 წლებში მოხდა და პანდემიით გამოწვეული დანაკლისი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.
ამ შოკის გამაძლიერებლის დასაბალანსებლად, სავალუტო რისკის დაზღვევის მექანიზმის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული არაა და მისი შემოღების ალბათობაც დაბალია.
დამატებით, სუსტმა რუბლმა და ჰრივნამ ასევე შესაძლოა ლარზე ზეწოლა გამოიწვიოს.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, დაახლოებით 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა მოსალოდნელი, თუმცა წლის ბოლოსაკენ მნიშვნელოვანი შერბილების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია სამიზნეზე მაღალი იქნება, მაგრამ ის ერთნიშნა მაჩვენებელს არ გადააჭარბებს.
პუბლიკაციის სრული ვერსია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები