ვახტანგ მეგრელიშვილი

15 Jan. 2022, 00:43

რად გვინდა ვადამდელი არჩევნები?

ვადამდელი არჩევნები ხო შეიძლება გინდოდეს იმისთვის, რომ რაღაცა მოახდინო ქვეყანაში, რაც არ ხდება ვადამდელი არჩევნების [გარეშე]. საქმე რაშია: ერთადერთი პარტია ვართ, ვინც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რაღაცაზე შეუთანხმდა, იქ მოსამართლეების არჩევაზე შეუთანხმდა, იქ სხვადასხვა ფულის გამოყენების თავისუფლებაზე შეუთანხმდა, განათლების დერეგულაციაზე შეუთანხმდა, ა.შ. არცერთ ამ პარტიას ეს იდეები საკუთარი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნად არ გამოუცხადებია, როგორც ასეთი. მხოლოდ ჩვენ ვართ ასეთი.

იდეაში, ერთადერთი რამისთვის უნდათ ვადამდელი არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ვიღაცა. ჩვენ ხომ ერთად გავიარეთ კრიზისი პერიოდი და თქვენ სრულად საქმის კურსში ხართ იმ ისტორიის, რაშიც ერთად ვიყავით. წარმოდგინეთ, ეს ისტორია რომ გაქვს გავლილი ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც რაღაც მომენტში საერთოდ დაივიწყეს შენთან ურთიერთობის ისტორია, რაღაც მომენტში საერთოდ გაუგებრად არ გელაპარაკებოდნენ და იგივე პარტიები შენ შეგითანხმდნენ განათლების რეფორმაზე. მაქვს თუ არა მე ლეგიტიმური ვალდებულება, რომ ამ ხალხს ვენდო, რომ ისინი როდესაც კოალიციურ მთავრობაში ერთად იქნებიან, გაიხსენებენ ამ შეთანხმებას სიტყვაზე განათლეების დერეგულირებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე ქართული ოცნება?!

ქართული ოცნება ჯერ არ გამომიცდია რას აკეთებს, საერთოდ აზრზე არა ვარ — იქნებადა აკეთებს, ხო ხვდებით, არა?! ამ ხალხს [ოპოზიციას] უკვე აქვს დაშავებული ჩემს წინაშე, ამ ხალხმა უკვე ისეთი რაღაცები ქნა, რომელიც მე ნაკლებ საფუძველს მაძლევს, რომ მათ ვენდო. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ხომ უნდა ამიხსნან, რატომ ვენდო?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. ყველაფერს აქვს საწყისი, განვითარება და…