თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ, საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნან — ლავროვი
ფოტო: Mikhail Metzel/TASS
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო მოსკოვს ნაკლები შანსი აქვს საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნას, რის გამოც თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია, TASS ავრცელებს.
"ჩვენს თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს მივმართეთ თხოვნით, რომ ჩვენს ქართველ მეზეობლებს ამ ფორმატში ჩართვით მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის სარგებელი აუხსნან. ფორმატში ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს არაფერს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით", — განაცხადა მან.
3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. მასში საქართველო არ მონაწილეობდა, თუმცა შეხვედრაზე დროშა მაინც დაკიდეს. დროშის დაკიდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მათთვის მიუღებელია.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეხვედრას არ ესწრება, მისთვის კარი ღია რჩება.
3+3 ფორმატი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნა. მასში მონაწილეობს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი და ის რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას გულისხმობს.
7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში" რუსეთთან ერთად ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში, მაგრამ "არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე". მინისტრის ნათქვამმა კრიტიკა გამოიწვია. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და არ განიხილავენ ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები