რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი სტრუქტურა — სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) განმარტავს, თუ რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.
TI აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პოზიცია იყო, რომ საგამოძიებო ფუნქციებთან შეუთავსებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტროლი, ვინაიდან ერთი უწყების ქვეშ ამ ორი განსხვავებული ფუნქციის მოქცევას შესაძლოა საფრთხე შეექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობისათვის.
"მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ქართული ოცნების წევრებმა ცვლილებების ინიცირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს. ნამდვილი მიზანი კი, როგორც ჩანს, არა რეალური რეფორმის ჩატარება, არამედ სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა", — აცხადებენ TI-ში.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საკითხის შესწავლის გარეშე მოხდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პროცესში არაერთი საკანონდებლო ხარვეზი გამოვლინდა, რაც ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებას ხელს უშლიდა.
"2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩაატარა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს საკანონდებლო წინადადებითაც მიმართა. გარდა ამისა, ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთახხმების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან (GDPR) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, TI აღსანიშნავს, რომ სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს 2019 წელს წარედგინა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
"პარლამენტს ამ დრომდე არ განუხილავს სახელმწიფო ინსექტორის 2020 წლის ანგარიში, რომელიც მას 2021 წლის აპრილში წარედგინა და მას შემდეგ განხილვის ვადა სამჯერ გააგრძელდა. ამდენად, დაჩქარებული წესით კანონპროექტის ინიცირებამდე მნიშვნელოვანი იყო ზემოაღნიშნული საკითხების საფუძვლიანი შესწავლა და რეალური პრობლემების იდენტიფიცირება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ რეფორმის მიღმა დარჩა. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიზანი რეალური რეფორმის განხორციელება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდაა, მნიშვნელოვანია ყურადღება შემდეგ საკითხებზე ყოფილიყო გამახვილებული:
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან (მაგალითად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესების სრულყოფა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, არასრულწლოვან პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დადგენა და ა.შ.);
- დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერება, რაც პირველ რიგში უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობისა და მისი მანდატის ზრდას გულისხმობს. უწყების გამომძიებელი აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტიანი გამოძების ჩატარების საკმარისი გარანტიებით და უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებით, მათ შორის ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვისა და სხვა საკითხებზე.
- დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურისათვის დევნის ფუნქციის მინიჭება;
- სახელმწიფო ინსპექტორის არა უბრალო უმრავლესობით არჩევა, არამედ მაღალი კვორუმით, რაც უზრუნველყოფდა პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას და გაზრდიდა ინსპექტორის ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად გამომძიებლების და სამსახურში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის სტაბილურობას.
კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები. 2022 წლის პირველი მარტიდან შეუწყდებათ შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.
"სტრუქტურის რეფორმის მიზეზით, დაუსაბუთებლად პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და ათეულობით საჯარო მოხელისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესად აკნინებს საჯარო სამსახურს, ეწინააღდეგება მისი სტაბილურობის პრინციპს და ასევე, ხელს უშლის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განვითარებასა და მათ მიმართ ნდობის დამკვიდრებას", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია, ასევე, აცხადებს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გაუმართლებელია. მათივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი, ორ ასეულ გვერდზე მეტს მოიცავს და მისი დაჩქარებული წესით მიღებისას როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დაინტერესებული მხარზეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნონ კანონპროექტებს და მასზე სიღრმისეულად იმსჯელონ.
"კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის საჭირო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. მიზეზად მითითებულია, რომ პარლამენტი მორიგ სესიაზე მუშაობას 2022 წლის თებერვლიდან შეუდგება და კანონის მიღება არ უნდა გადადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე. თუმცა იმის ახსნა, თუ რა არის ამ დაჩქარების მიზეზი, არ არის წარმოდგენილი", — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მხოლოდ საგამონაკლისო წესით და შესაბამისი დასაბუთებით არის შესაძლებელი.
"დაუშვებელია პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს საკანომდებლო პაკეტი, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურის რეფორმას ითვალისწინებს. საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისა და სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების არ არსებობის ფონზე, როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, ასევე არ გამართულა კონსულტაციები ექსპერტებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არ შექმნილა საკითხზე სამუშაო ჯგუფი და არ ყოფილა კონსულტაცია არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან. კანონპროექტის მიღება და განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს", — აცხადებს TI.
მათივე თქმით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩეროს და რეფორმის ჩატარების მიზნით გამართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან.
გუშინ, 29 დეკემბერს პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მესამე მოსმენაზე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს გადის.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები