ბევრი კითხვაა, რომ ვის უნდა შევურიგდეთ, კობახიძესთან ჩახუტებას არავინ აპირებს — ხაბეიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შერიგების პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, თუმცა "კობახიძესთან ჩახუტებას არავინ არ აპირებს".
"ვიღაცები ამბობენ და მე მინდა აგიხსნათ თქვენც, ავუხსნა საზოგადოებასაც, ძალიან ბევრი კითხვაა, რომ ვის უნდა შევურიგდეთ, რომ ვის უნდა გავურიგდეთ, რომ რა თანხმობა გვჭირდება. მეგობრებო, ახლა არავინ არ გაგიჟებულა და კობახიძესთან ჩახუტებას არავინ არ აპირებს", — თქვა მან ენმ-ის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ისინი უნდა შეთანხმდნენ სამართლიან თამაშის წესებზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, განხორციელდეს სასამართლოს რეფორმა, მოხდეს ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირება და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.
"ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სამართლიან თამაშის წესებზე და ამას აქვს კონკრეტული სახელები, პირველი — ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ანუ მათ შორის, თავისუფალი უნდა იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო და ამას არ საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია, ამას არ საუბრობს მხოლოდ ქართველი ხალხი. ამას მოგვიწოდებს ცივილიზებული სამყარო, ამას საუბრობს ყველა, რომ ჩვენს ქვეყანაში კლანური მმართველობაა, კლანური სასამართლოა და მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ განცხადებას, რომ ასე თავისუფალი საქართველო არ აშენდება, ამიტომ ამ შეთანხმების, შერიგების ერთ-ერთი პუნქტი არის თავისუფალი სასამართლო, დეპოლიტიზირებული სასამართლო, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ოლიგარქ ივანიშვილს.
მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი არის დეპოლიტიზირებული ძალოვანი უწყებები და არა ჯარჯი წიკლაურისნაირი ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც სასამართლოზე სამართლებრივად კი არ დაობენ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თვითონ და მისი ოჯახის წევრები შოულობენ მილიონებს და ამასობაში გვიყვებიან, რომ ამას აკეთებენ 2 000-3 000-ლარიანი ხელფასებით, იშენებენ ვილებს, აგროვებენ მილიონობით ლარის ქონებას. მეოთხე საკითხი არის თავისუფალი არჩევნები", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს, 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია იმართება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები