მოსამართლე სააკაშვილზე: პოლიტიკური განცხადების შესაძლებლობაც ექნება და ბრალდებაზე პოზიციის დაფიქსირებისაც
პროკურორების მოთხოვნის პასუხად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება იქნება და ასეთი საქმის დროს დაუშვებელია, ბრალდებულს ეს უფლება არ მისცე. მისივე თქმით, სააკაშვილი შეძლებს მიმდინარე საქმეზე პოზიციის დაფიქსირებასაც და თუ თავად არ ექნება სურვილი, არ უპასუხებს პროკურორების კითხვებს, რადგან ჯერ ჩვენებაზე თანხმობა არ მიუცია.
"ჩვეულებრივ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ჩვენ ბრალდებულს ნამდვილად არ ვაძლევთ პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე ვერ იქნება გაგებული და გეტყვით რატომ — ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, გადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს და არ გადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს.
ახლა ეს გადახვევა რატომ იქნება დაშვებული, როდესაც ბრალდებული პირი აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც ის მსჯელობს იმაზე, მისი დაცვის მხარე ყოველ შემთხვევაში, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება მისი სამსახური მდგომარეობის გამოყენებით და ეს მდგომარეობა გახლავთ მისი პრეზიდენტობის პერიოდი და პრეზიდენტობა გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, ასეთ დროს ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება, ეს ყოვლად დაუშვებელია.
ამიტომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება, ბრალდების ირგვლივ პოზიციის დაფიქსირების შესაძებლობაც ექნება და ამვდროულად ის კითხვებს არ უპასუხებს, რადგან მას არ უთქვამს ჯერ, რომ ჩვენების მიცემას აპირებს", — განაცხადა მან.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.
ადვოკატებმა საქმის პროკურორის აცილება მოითხოვეს, რაც მან არ დააკმაყოფილა.
პარალელურად, საქალაქო სასამრთლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები