რეაბილიტაციას დასჭირდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს — ექიმი ხოშტარიაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ნიუ ჰოსპიტალსის ექიმის განცხადებით, შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციაზე დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, შესაძლოა რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მისი თქმით, ეს ანალიზის შედეგებზეა დამოკიდებული.
"ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული მონიტორინგი, ველოდებით ანალიზებს და იგეგმება რეაბილიტაციური ღონისძიებები. რეაბილიტაცია მოიცავს ინტრავენურ გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს, ელექტროლიტურ კორექციას და ასე შემდეგ. პრევენციული ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს, ველოდებით ანალიზებს და ამის მიხედვით მოხდება კორექცია.
რეაბილიტაციას დასჭირდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რამდენიმე საათის წინ ხოშტარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ის ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილიდან ხოშტარიამ დაპოსტა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, ვახტანგ კალოიანსა და პარლამენტის ადმინისტრაციას.
დღეს, 19 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა — უწყება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ბრეგაძის მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც სააკაშვილი დათანხმდება, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.
ამ წუთებში სააკაშვილის პოზიციის გასაგებად ეკა ხერხეულიძის ციხეში შესვლას ელოდებიან. ის აცხადებს, რომ აფერხებენ და ხელისუფლებას სთხოვს, არ შეაფერხონ, რადგან რაც მალე შეძლებს სააკაშვილთან საუბარს, მით მალე გავიგებთ ექსპრეზიდენტის აზრს სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მან განაცხადა, რომ შიმშილობას არ შეწყვეტდა მანამ, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები