საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონის ველის წამყვანმა ინვესტორებმა თბილისში ვენჩურული კაპიტალის მასტერკლასს უმასპინძლეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ნოემბერს სილიკონ ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა ვენჩურული კაპიტალის (VC) მასტერკლასს უმასპინძლეს. მათ საკუთარი წარმატების ისტორია მომავალ ქართველ ინვესტორებს გაუზიარეს. ღონისძიება "Catapult Ventures"-ის პარტნიორი ორგანიზაციის, "სტარტაპ გრაინდ თბილისი"-ის ინიციატივით განხორციელდა.
შეხვედრა VC ფონდების სტრუქტურაზე, მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების შერჩევის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე საუბარს დაეთმო, რომელსაც წამყვანი ფონდები გადიან.
მასტერკლასს "Catapult Ventures"-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი, "GameGroove Capital"-ის პარტნიორი მარვინ ლიაო და "US Market Access Center"-ის დამფუძნებელი კრის ბარი უძღვებოდნენ.
"საქართველოს ბანკის ჩართულობით, სილიკონის ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა VC მასტერკლასს თბილისში უმასპინძლეს. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესლიდერებისთვის, თავად წამყვანი ინვესტორებისგან მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ მიმართულებაზე და გაეღრმავებინათ ცოდნა, რაც საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და მასშტაბირებაში დაეხმარებათ. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება სწორედ სტარტაპების მხარდაჭერაა, იმ მასშტაბური პროქტების განხორციელებით, რომელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ 500 Georgia, Shark Tank. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რადგან გვჯერა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება უკეთესი მომავლის წინაპირობაა", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვრცლად სპიკერების შესახებ — ჯონათან თაუერი "Catapult Ventures"-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. აღნიშულ სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით, მან და მისმა გუნდმა, წლების მანძილზე 300-მდე ინვესტიცია განახორციელეს, საიდანაც 22-მდე ადრეულმა ინვესტიციამ სტარტაპებში მილიარდ დოლარიან ღირებულებას მიაღწია, მათ შორის Jet.com (IPO, $3B), Dollar Shave club (IPO $1B) და სხვ.
მარვინ ლიაო 6 წლის მანძლზე "500 Global"-ის პარტნიორი იყო, რის ფარგლებშიც სტარტაპებში 400-მდე ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, იგი "GameGroove Capital"-ის პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მარვინი ინვესტორებს ვენჩურულ ინვესტიციებში უწევს კონსულტაციას და ასევე "The Hard Fork by Marvin Liao" გამოცემის ავტორია, რომელიც საინვესტიციო მიმართულებით, ტრენდებსა და რჩევებზეა ფოკუსირებული.
კრის ბარი, "US Market Access Center"-ის დამფუძნებელია. კომპანია ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა სილიკონის ველიდან, რომელიც სახელმწიფოსა და დონორებს სტარტაპების განვითარებისა და სილიკონის ველთან დაკავშირების საკითხებში ეხმარება. კრის ბარი 10 წლის განმავლობაში 42 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდა. მისი დახმარებით, 2 მილიარდამდე ვენჩურული ინვესტიცია იქნა მოიზიდული.
ინფორმაციისთვის, ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი — "სპარკი” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
კომენტარები