გარე ფასადის მოპირკეთება — ადრე და ახლა
ფოტო: ნოვა
მართალია, გარე ფასადების დღევანდელი ფორმით მოპირკეთება დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა, მას გაცილებით დიდი ისტორია აქვს. იმისათვის, რომ სახლებში სისველესა და სიცივეს ნაკლებად შეეღწია, ნაგებობას კი უფრო დიდხანს გაეძლო, ძველად ადამიანი მის გარე კედლებს სხვადასხვა საშუალებით აპირკეთებდა. ამისთვის, ძირითადად, გამხმარ მცენარეებს, ხესა და ქვას იყენებდა. სხვადასხვა მასალაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, მათი არჩევანი სულ უფრო გაიზარდა.
მოგვიანებით მოპირკეთების მიზანი მხოლოდ სახლების დაცვა კი არა, მათთვის განსხვავებული და უნიკალური იერსახის მიცემაც გახდა. ძვირფასი მასალით ფორმდებოდა მეფეებისა და დიდგვაროვნების სასახლეები. არც სხვა შეძლებული ადამიანები იშურებდნენ სახსრებს მათი სახლების ან კუთვნილი ნაგებობების მდიდრულად მოპირკეთებისთვის. ისინი მეპატრონეების ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა და მათ საზოგადოებრივ სტატუსზე მიანიშნებდა.
უნიკალური დეკორატიული ელემენტებით, ორნამენტებითა და სკულპტურებით გაფორმებულ შენობებს, ალბათ, თბილისის ძველ უბნებშიც არაერთხელ გადაჰყრიხართ. გასული საუკუნეების ეს ისტორიული ნაგებობები ფასადების მოპირკეთების უნიკალურ ნიმუშებს ინახავს.
1950-იანი წლებიდან მოსაპირკეთებელი საშუალებების ანუ საიდინგების წარმოება უფრო მასიურად დაიწყო. მასალებს ტექნოლოგიურად ამუშავებდნენ და მათ სხვადასხვა ფორმას, ფერსა და ფაქტურას ქმნიდნენ. ამ დროიდან ბევრ ქვეყანაში ისინი სახლის მშენებლობისა და მოდელირების განუყოფელ ნაწილად იქცა.
გარდა იმისა, რომ საიდინგები შენობის იერსახეს აუმჯობესებს და მას დასრულებულ სახეს აძლევს, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ.
კედლების ამინდის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა
საიდინგის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება შენობების წვიმის, თოვლისა და ქარის ზემოქმედებისგან დაცვაა, რომელიც დროთა განმავლობაში კედლებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ დროს სახლში ჩნდება ნესტი, რაც მისი სიჯანსაღისა და სისუფთავის შენარჩუნებაშიც გვიშლის ხელს და ინტერიერსაც აფუჭებს. საიდინგი კი ერთგვარი გაუმტარი გარსია, რომელიც სახლს ასეთი დაზიანებებისგან აზღვევს.
სახლის მოპირკეთება კარგი გამოსავალია მაშინაც, თუ კედლები უკვე გაფუჭებულია, მათი აღდგენა კი დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. საიდინგი ხშირად უფრო იაფიანი გამოსავალია არა მხოლოდ შენობის იერსახის გასაუმჯობესებლად, არამედ კედლების დაზიანების პროცესის შესაჩერებლად.
იზოლაცია
ფოტო: ნოვა
ბუნებრივია, შენობაში ტემპერატურის შენარჩუნება მარტივია, როცა კედლების მთლიანობა დარღვეული არ არის. ზამთარში სახლის გათბობა, ზაფხულში კი მისი გაგრილება გაცილებით ნაკლებ ენერგორესურსს მოითხოვს. საიდინგი სახლის იზოლაციისთვის საუკეთესო გამოსავალია. გარდა იმისა, რომ ასეთ სახლში ცხოვრება გაცილებით კომფორტულია, გადასახადების ხარჯებსაც მნიშვნელოვნად გვიზოგავს.
შენობის იზოლაცია მწერებისგან და მღრღნელებისგანაც გვიცავს, რომელთან გამკლავებაც ხშირად ქალაქგარეთ მაცხოვრებლებს განსაკუთრებით უჭირთ.
ქართული წარმოების საიდინგები ნოვასგან
სამშენებლო-სარემონტო მასალების მეგაცენტრმა ნოვამ საქართველოში პირველმა დაიწყო საიდინგების წარმოება. ევროპული სტანდარტის საწარმოში მეტალის მაღალი ხარისხის საიდინგები იქმნება, რომლებიც სახლს ნესტისგან, ქარისგან, ხმაურისა თუ დაშლისგან სრულფასოვნად იცავს. ის დასაინსტალირებლადაც მარტივია და არც კედლებს სჭირდება სპეციალური დამუშავება.
ფოტო: ნოვა
კომპანია ნოვა უკვე 10 წელია მეტალოკრამიტის სახურავებსაც აწარმოებს, წელს წარმოების ამ ხაზს ნოვა კლასიკი – ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილიც დაემატა. ამიტომ, თუკი საიდინგების ასარჩევად ნოვას შოურუმებს ეწვევით, იქ სახურავების ტიპების, ფორმებისა და ფერების ფართო არჩევანიც დაგხვდებათ. თანამედროვე დიზაინის საიდინგებისა და სახურავების ერთობლივად შერჩევა დაგეხმარებათ სახლს უფრო დასრულებული სახე მისცეთ და ის ზუსტად მოარგოთ თქვენს გემოვნებას.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები