თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვნების გამოფენას — "ციფრული მკვიდრები" მასპინძლობს
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას — "ციფრული მკვიდრები" მასპინძლობს
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას — "ციფრული მკვიდრები" მასპინძლობს. გამოფენა 28 ოქტომბრს გაიხსნა და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილია.
პროექტი - ციფრული მკვიდრები - თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს. რეტროსპექტიული გამოფენა შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.
ამ პროცესში კონკრეტული კითხვები ჩნდება: როგორ იმოქმედა ციფრულმა კულტურამ ადამიანის ფსიქიკასა და საკუთარი "მე"-ს გაგებაზე? როგორ შეცვალა მან სოციო-პოლიტიკური კონტექსტები? როგორია მისი გავლენა თანამედროვე ესთეტიკასა და გამოსახულების ფორმირებაზე?
კოვიდ-19-ის პანდემიამ გლობალური დისკუსია სიმულირებულ რეალობასა და ციფრულ უთანასწორობაზე საგრძნობლად დააჩქარა. ეს საკითხი, ჯერ კიდევ კრიზისამდე, ხშირი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. დღეს, ზღვარი ფიზიკურ და ონლაინ-არსებობას შორის პირობითი გახდა. ჩვენი ავატარები ონლაინ სივრცეში ცირკულირებენ და იმის მიხედვით ფორმირდებიან, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვეხებით, ვაგროვებთ, ჩამოვტვირთავთ, ან ავტვირთავთ. ამ ინფორმაციული სხეულების სიცოცხლისუნარიანობა ხშირად ჩვენი ბიოლოგიური სხეულების არსებობის ხანგრძლივობას აღემატება. ეს გარემოება, ჩვენს ფიზიკურ მოწყვლადობას ყოველდღიურ რეჟიმში გვახსენებს. შედეგად, ინფორმაციული სხეულების არსებობა წამოჭრის კითხვებს, თუ რა სახის ეთიკური ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მონაცემთა ამ ერთობლიობასთან მიმართებაში და როგორ რეაგირებენ ხელოვანები ამ ახალ რეალობაზე?
გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები. პროექტი იკვლევს — ქსელზე დაფუძნებული შემოქმედებითი პრაქტიკიდან დაწყებული, ტრადიციული მედიით, (როგორიცაა ფერწერა) დამთავრებული - ტექნოლოგიების ხელოვნებაში ასახვის ფენომენს. სხვადასხვა ეროვნების ხელოვანების შემოქმედების გაცნობით, ინტერნეტის გლობალურ ხასიათზე წარმოდგენა გამოწვევის წინაშე დგება და ციფრული კულტურის ადგილობრივი ბუნება წინა პლანზე გადმოდის. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სოციო-პოლიტიკური კონტექსტები.
გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტ-აქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში, "კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", ახსენებს. მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.
გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), რამინ როშანდელი (ირანი), თამარ გურგენიძე (საქართველო), თამო ჯუღელი (საქართველო), ქეუ მეფარიშვილი (საქართველო), თეზი გაბუნია (საქართველო).
როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების სერიას, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/tbcconcept
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
კომენტარები