აშშ-სა და ევროპის ზოგიერთმა სკოლამ Squid Game-ის ჰელოუინის კოსტიუმები აკრძალა
ფოტო: Netflix
როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სერიალმა, Squid Game-მა, ზრდასრულების გარდა, ბავშვების ყურადღებაც მიიპყრო. მართალია, ნეტფლიქსმა თავის სტრიმინგ სერვისზე მიუთითა, რომ კალმარის თამაშის ნახვა 17 წლამდე მოზარდებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ სერიალმა უფრო პატარა ასაკის ბავშვებამდე მისასვლელი გზა მაინც იპოვა. ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ ბავშვებს სერიალი არ აყურებინონ. როგორც ჩანს, მათ მოწოდებას აშშ-სა და ევროპის ზოგიერთი სკოლაც უერთდება.
ჰელოუნის მოახლოებასთან ერთად რამდენიმე სკოლამ მოსწავლეებს კალმარის თამაშის კოსტიუმების ჩაცმა ოფიციალურად აუკრძალა. ერთ-ერთი ასეთი დუბლინის დაწყებითი სკოლაა, რომლის წარმომადგენლებმაც მშობლებს განუცხადეს, რომ სერიალში ნაჩვენები მოვლენები ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს. სკოლის განცხადებით, აკრძალვის მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მეტი ბავშვი ცდილობს, სერიალში ნანახი სასტიკი თამაშები გაიმეოროს.
ახალი აკრძალვა ნიუ-იორკის 3 სკოლაშიც ამოქმედდა. სკოლების დირექტორების საერთო განცხადებით, აღნიშნული კოსტიუმები სერიალის "ძალადობრივ გზავნილებს" უკავშირდება, რაც სკოლისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ სამხრეთ კორეულ სერიალში 456 ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო თამაშებში ფულადი პრიზის მოსაპოვებლად ეჯიბრება. სერიალი გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და Bridgerton-ის რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ჰელოუინისთვის ყველაზე მეტი ადამიანი ინტერნეტში სწორედ კალმარის თამაშის კოსტიუმებს ეძებს. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის გამოსვლის შემდეგ Vans-ის ფირმის თეთრი ფეხსაცმლის გაყიდვები 7 800%-ით გაიზარდა.
ამავე თემაზე:
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები