5 სიახლე, რის გამოც საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს
ფოტო: Halo Graphic/Dribbble.com
მიმდინარე წელს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. გამოცემამ საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys-ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა.
World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021-ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე შემდეგ კატეგორიებში დასახელდა საუკეთესოდ: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო სერვისები.
ამ სტატიაში კიდევ უფრო უკეთესად გაგაცნობთ იმ 5 საინტერესო ციფრულ სიახლეს, რომელსაც საქართველოს ბანკი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს და რომელთა გამო დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარებაც.
1. პირველი ანგარიშის სრულად ციფრულად შექმნა
ფოტო: Bel Julia/Dribbble.com
iBank-ის გასააქტიურებლად ბანკის რომელიმე ფილიალში მისვლა აღარ გჭირდებათ: დისტანციურად შეგიძლიათ ნებისმიერი ოპერაციის შესრულება, მათ შორის, ანაბრის გახსნა, ბარათის შეკვეთა და შეთავაზებების გააქტიურებაც კი.
ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და, შესაბამისად, აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას.
2. ბიზნეს მობილბანკი
ფოტო: Shakuro Graphics/Dribbble.com
საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივია საკუთარი ბიზნესის მართვა, რაც ბიზნეს მობილბანკის დამსახურებაა. იგი სრულყოფილ დისტანციურ მომსახურებას გვთავაზობს. მომხმარებლებს მობილურით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ ბიზნესთან დაკავშირებული პროცესების მართვა. ერთ სივრცეში შესაძლებელია, გაეცნოთ ინფორმაციას ანგარიშებსა და ბარათებზე, თვალი ადევნოთ ბოლოს შესრულებულ ოპერაციებს, ასევე ხელმოსაწერ დოკუმენტებს და ა.შ.
3. ონლაინ განვადების ფუნქციონალი
ფოტო: Bel Julia/Dribbble.com
ონლაინ შოპინგის დროს ალბათ რამდენჯერ გვინატრია, რომ განვადებით სარგებლობისთვის მარტივი პროცედურა ყოფილიყო გასავლელი. საქართველოს ბანკმა ამაზეც იზრუნა და ახლა უკვე ონლაინაა შესაძლებელი სასურველ ნივთზე განვადების გაკეთება, რაც მომხმარებლის ენერგიასა და დროს ზოგავს.
განვადების დასამტკიცებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს.
"ჩვენი გამოწვევა იყო, რომ მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგი რაც შეიძლება კომფორტული და ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სწორედ ამიტომ, ფუნქციონალი, რომელიც შევქმენით, მომხმარებელს, სულ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით საშუალებას აძლევს, ონლაინ განვადებით შეიძინოს ნივთი, შემდეგ კი ძალიან მარტივად და კომფორტულად, მობილბანკის საშუალებით მართოს ის", — აღნიშნავს მარიამ გაგუა, საქართველოს ბანკის Digital Product Owner-ი.
4. სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი
ფოტო: Shakuro Graphics/Dribbble.com
ამ ფუნქციონალის საშუალებით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე შეუძლიათ სამომხმარებლო სესხის აღება, რაც ნამდვილად ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. მობილ თუ ინტერნეტბანკიდან თითოეულ მომხმარებელს აქვს წვდომა უკვე დამტკიცებულ ლიმიტზე, თუმცა ასევე შესაძლებელია სასურველი თანხის დისტანციურად მოთხოვნაც.
5. ფიზიკური პირების ინტერნეტბანკის განახლება
ფოტო: Boyko/Dribbble.com
საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი რომ რეგიონის მასშტაბით მომხმარებლებისთვის ყველაზე კომფორტულია, ამას Global Finance-ის ორგზის ჯილდოც ადასტურებს. ბანკი მუდმივად ზრუნავს მობილური აპლიკაციისა თუ ინტერნეტბანკის განვითარებასა და დახვეწაზე, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლების უკუკავშირზეა დაფუძნებული. საქართველოს ბანკში თითოეული მომხმარებლის აზრს ითვალისწინებენ და ცდილობენ, კომფორტი შეუქმნან მათ.
საქართველოს ბანკმა დისტანციურად მუშაობის პირობებში მოახერხა და შეასრულა თავისი მიზანი — გაემარტივებინა და გაეახლებინა ციფრული არხები მომხმარებლებისთვის და, ამავდროულად, ყველა სერვისი, მობილ თუ ინტერნეტ ბანკის საშუალებით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომად ექცია.
ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს და მალე ბაზარზე გამოჩნდება კიდევ არაერთი ახალი პროდუქტი, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მომხმარებლებისთვის.
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და კიდევ ბევრ საინტერესო ციფრულ სიახლეს გვპირდება.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები