როცა ავს არქმევენ ავს, ეს დისკრედიტაცია არ არის — სარჯველაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პრემიერმინისტრის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ წერილს "სწორ ანალიზს" უწოდებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "ავს ავი დაარქვა" და ეს არავითარი დისკრედიტაცია არ არის.
"სწორი ანალიზია გაკეთებული იმისა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში მოტივაცია ბატონი სააკაშვილის, როდესაც ახალ ავანტიურას სთავაზობდა ქართულ საზოგადოებას. როდესაც ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ჭეშმარიტება გამოაშკარავდა", — აცხადებს სარჯველაძე.
6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია. პრემიერმინისტრის მსგავსად, ამ საკითხზე დამცინავ კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც.
ღარიბაშვილის ამ წერილს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრის ამ განცხადებას ფსკერი უწოდა და დაამატა, რომ ამ გზით ღარიბაშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პრემიერის წერილს კოტე ყუბანეიშვილის ლექსით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შიში ალაპარაკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ასეთი სიმდაბლის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ". ლელოს ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე ღარიბაშვილის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკურ საუბარს ამორალურ საქციელს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მხნედაა და ქართული საზოგადოება "ღარიბაშვილის ენაჭარტალა მონაჭორს" არ უნდა აჰყვეს. მან პრემიერს "ჩელენჯი" შესთავაზა — განუცხადა, რომ მზადაა, სააკაშვილმა ნარკოტესტი ჩააბაროს და თავადაც იმავენაირად უნდა მოიქცეს.
გაიგეთ მეტი:
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები