კეზერაშვილის საქმის უკან, შესაძლოა, იყოს ტელევიზიის გაკონტროლების ინტერესი — მშვენიერაძე
ფოტო: გიორგი მშვენიერაძის Facebook გვერდი
იურისტი, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას მეწილის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გზავნილია მედიისთვის, რომ მათ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. მისივე თქმით, აღნიშნული საქმის უკან ტელევიზიის გაკონტროლების ინტერესი დგას.
"ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის შერჩევითად გამოყენება არ ხდება და სადაც არ არსებობს პოლიტიკური დევნის ან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დევნის პრეცენდენტები, მაშინ, შესაძლოა, ეს საქმე აღქმული ყოფილიყო ცალკე, როგორც რიგითი, მიმდინარე სამართალწარმოება. მაგრამ ჩვენ ასეთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ ამ საკითხის უკან შესაძლებელია იყოს ინტერესი, რაც უკავშირდება თქვენი ტელევიზიის გაკონტროლებას ან მისი წილის დაყადაღებას, რაც ირიბი ზემოქმედების საშუალება იქნება სარედაქციო პოლიტიკაზე", — განაცხადა მან.
მშვენიერაძე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის მფლობელობაში არსებულ ტელევიზიას, რომლის კრიტიკულობაც ხელისუფლებას არ მოსწონს.
"გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადება პარლამენტში, რომ ბატონი კეზერაშვილის საქმეს მალე მიეხედებოდა, მოჰყვა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდგომ. ამიტომ, ეს კონტექსტი გვაჩვენებს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლებაში, მათ შორის, როგორც ბატონი კეზერაშვილის, ასევე მის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულ ტელევიზიასთან მიმართებაში, რადგანაც ეს ტელევიზია ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას მისადმი კრიტიკულობის გამო", — ამბობს ფორმულასთან მშვენიერაძე.
დღეს, 30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.
7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
კომენტარები