საქართველოს ბანკისა და ტრანსმშენის პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტი აშენდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია ტრანსმშენის პარტნიორობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 30 ათასი მ2 ფართობზე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონ 355 ათას ლარს შეადგენს.
ტრანსმშენი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა. ამჟამად კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 1929 წლიდან მოყოლებული, ტრანსმშენს მილიონ 200 ათასი მ2 ფართობზე არაერთი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა აქვს განხორციელებული, მათ შორის: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.
"საქართველოს ბანკისა და ტრანსმშენის თანამშრომლობა უკვე 15 წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის — იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს სოციალურ პროექტებში უშუალო ჩართულობა, ვინაიდან ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერაა — პროექტების, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
"კომპანია ტრანსმშენი უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მსგავსი სოციალური დანიშნულების პროექტების განხორციელებაში. გარდა აღნიშნული პროექტისა, ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმატებით განახორციელა 680 ბინის დასრულებული რემონტით მშენებლობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ პროექტების განხორციელებას", — აღნიშნა კომპანია ტრანსმშენის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ.
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
კომენტარები