კანიე ვესტის თქმით, ახალი ალბომი მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა
ფოტო: Shutterstock
დიდხნიანი ლოდინის, რამდენიმე საჯარო კონცერტისა და მედიაში მრავალი სპეკულაციის შემდეგ, 29 აგვისტოს კანიე ვესტის ახალი ალბომი გამოვიდა.
ამერიკელი რეპერის მეათე სტუდიურ ალბომს Donda ჰქვია და მასში 27 მუსიკალური ჩანაწერია შესული, რომელთა საერთო ხანგრძლივობა თითქმის ორი საათია.
მართალია, ამ ფაქტის გამო კანიე ვესტის ერთგული მსმენელები გახარებულები არიან, მაგრამ თავად მომღერალი დიდად კმაყოფილი არ ჩანს: ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ხმის ჩამწერმა კომპანია Universal Music Group-მა მისი ნებართვის გარეშე გაავრცელა ალბომი.
"UNIVERSAL-მა ჩემი ნებართვის გარეშე გამოუშვა ალბომი და მათ [სიმღერა] JAIL 2 დაბლოკეს", — ვკითხულობთ პოსტში, რომელიც კანიემ ალბომის გავრცელებიდან რამდენიმე საათში პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
სიმღერა, სახელწოდებით Jail Pt 2, როგორც მომღერალმა აღნიშნა, ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე საათის გამავლობაში მართლაც მიუწვდომელი იყო ისეთ სტრიმინგ სერვისებზე, როგორიც, მაგალითად, Spotify-ია. მოგვიანებით ამ სიმღერაზეც აღდგა წვდომა და მსმენელებს უკვე მისი მოსმენაც შეუძლიათ.
ჩვეულებრივ, როცა სტრიმინგ სერვისზე რომელიმე სიმღერა დაბლოკილია, ეს საავტორო უფლებას ან სხვა მსგავს პრობლემას ეხება. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ჩანაწერი Jail Pt 2 კანიემ მერილინ მენსონთან და რეპერ DaBaby-თან ერთად შექმნა, რის გამოც ეს ჩანაწერი თავიდანვე კრიტიკის სამიზნე გახდა: ბოლო პერიოდში მენსონი არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში, DaBaby კი ჰომოფობიური განცხადებების გამო გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში.
კანიე ვესტის ბრალდებებს ჯერჯერობით ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურად არ გამოხმაურებიან.
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
გადახედვა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები