ბრიტნი თავისუფალია — ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობას ჩამოშორდა
ფოტო: Priscilla Grant/Everett Collection; AP
ბრიტნი სპირსის მამა, ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობაზე ჩამოშორებას დათანხმდა. ეს მომღერლის უდიდესი წარმატებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავმა სასამართლოზე საჯაროდ ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს მამამისი მის ცხოვრებას აღარ აკონტროლებდეს.
ჯეიმს სპირსი თავისი შვილის მეურვედ 2008 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც გამუდმებული წნეხის შემდეგ ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა და მისი მდგომარეობა პაპარაცებისა და მედიის წყალობით საჯარო განხილვის თემად იქცა. მომღერალზე მეურვეობა თავდაპირველად მამამისმა და ადვოკატმა, ენდრიუ უოლეტმა აიღეს, მაგრამ უოლეტი 2019 წელს გადადგა, რის შემდეგაც ბრიტნის ფინანსებს მხოლოდ ჯეიმს სპირსი განაგებდა.
13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.
2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.
მომღერალმა ივნისში სასამართლოზე განაცხადა, რომ სურს "საკუთარ ოჯახს უჩივლოს" და დასძინა, რომ მამამისის ადგილი ციხეშია.
ფოტო: Getty Images
ჯეიმს სპირსი შვილის პეტიციას, მეურვეობიდან მის ჩამოშორებაზე, ხუთშაბათს, 12 აგვისტოს დათანხმდა. ადვოკატის განცხადებით, ამის მიზეზი ის "საჯარო ბრძოლაა", რომელიც მას და შვილს შორის იმართება და მის გადაწყვეტილებას სხვა საფუძველი არ ჰქონია:
"იმის მიუხედავად, რომ ჯეიმს სპირსი უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია, მას არ სურს, რომ საკუთარ ქალიშვილთან საჯარო დაპირისპირება ჰქონდეს მეურვეობის საქმეზე, რაც ბრიტნის საუკეთესო ინტერესების დაცვით ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრიტნის პეტიცია გაუმართლებლად მიაჩნია, მზადაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს და მეურვეობის გადაბარების პროცესზე იმუშაოს".
ბრიტნის ადვოკატი მეთიუ როუზენგარტი ჯეიმსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
"ეს ბრიტნის რეაბილიტაციის დასაწყისია, თუმცა გული გვწყდება, რომ ის ურცხვად აგრძელებს საკუთარ შვილზე თავდასხმას. ჯობს ჩუმად იყოს და დაუყოვნებლივ გადადგეს".
ის დასძენს, რომ ბრიტნის ქონების განიავებაზე გამოძიება გრძელდება.
ბრიტნი სპირსი მშობლებთან ერთად
ფოტო: Splash News
ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:
"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".
ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ წინა ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.
წარსულში ბრიტნიმ განაცხადა, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება და მუშაობას არ გააგრძელებს, სანამ მამამისი მისი მეურვეა. მისი ადვოკატის სიტყვებით, იმის გარდა, რომ ეს დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს, მის უკვე არსებულ ქონებას მამამისი ანიავებს და პირადი მიზნებისთვის უკანონოდ იყენებს. გარდა ამისა, ჯეიმს სპირსი ყოველთვიურად იღებს $16 000-ს მეურვეობის საქმეში, როცა ბრიტნის ყოველთვიური ხელფასი $60-მილიონიანი ქონებიდან მასზე $2 ათასით ნაკლებია.
ასევე იხილეთ:
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა
- ბოდიში, რომ გატყუებდით, თითქოს კარგად ვიყავი — ბრიტნი სასამართლოს შემდეგ
- ბევრმა ახლა გაიაზრა, რომ Black Mirror-ის ეს სერია ბრიტნი სპირსზეა
- ბრიტნიმ მხოლოდ 39 წლის ასაკში შეძლო, რომ პირველი iPad ეყიდა
- ჯეიმს სპირსმა, რომელიც საკუთარ თავს $16000-ს უხდის, ჰავაიზე ბრიტნის დასვენების ჩაშლა სცადა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
გადახედვა
-
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ" მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ"
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
-
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
გადახედვა
-
გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
-
ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
სეს: ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ 17 ძაღლს ზუგდიდში დააბრუნებენ, 5-ს — აბაშაში, 3-ს— ვანში სეს: ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ 17 ძაღლს ზუგდიდში დააბრუნებენ, 5-ს — აბაშაში, 3-ს— ვანში
გადახედვა
-
"მთის ამბების" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "მთის ამბების" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
-
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
-
"ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე "ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე
გადახედვა
-
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
გადახედვა
კომენტარები