UN Women-ის აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ფოტო: The African
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აღმასრულებელი დირექტორის ფუმზილე მლამბო-ნგკუკას მიმართვას ავრცელებს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
On.ge მიმართვის სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალი და გოგო საოჯახო მოვალეობების შესრულებას ძალიან ბევრ დროს უთმობს: როგორც წესი, ორჯერ მეტს, ვიდრე კაცები და ვაჟები. ხშირად ისინი უმცროს და-ძმაზე, ოჯახის უფროს თუ ავადმყოფ წევრებზე ზრუნავენ და, პარალელურად, სახლსაც უვლიან. ხშირ შემთხვევაში შრომის ამგვარი არათანაბარი დაყოფა ქალებისა და გოგოების განათლების, ანაზღაურებადი სამუშაოს, სპორტის, სამოქალაქო თუ სათემო ლიდერობაში ჩართულობის ხარჯზე ხდება. შედეგად, ქალებისა და კაცების მიერ ეკონომიკაში დაკავებულ პოზიციებთან, მათ უნარებსა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით ფარდობითი უპირატესობისა და არახელსაყრელი მდგომარეობის ნორმები მკვიდრდება.
ეს არის დაუფასებელი შრომის უცვლელი სამყარო, უღიმღამო მომავლის გლობალურად ნაცნობი სცენა, სადაც გოგოები და მათი დედები ოჯახს უფასო შრომით ასაზრდოებენ. ასეთ ოჯახებში კი მათი და კაცების ცხოვრების ტრაექტორიები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
გვსურს, ქალებისთვის სხვაგვარი სამუშაო სამყარო შევქმნათ. ასაკის მატებასთან ერთად გოგოებმა სხვადასხვა კარიერული შესაძლებლობის შესახებ უნდა შეიტყონ. საჭიროა, მათი გამხნევება, რათა მომსახურებისა და ზრუნვის ტრადიციული საქმიანობის ნაცვლად ისეთი სფეროები აირჩიონ, როგორებიც ინდუსტრია, ხელოვნება, საჯარო სამსახური, თანამედროვე სოფლის მეურნეობა და მეცნიერებაა.
საწყის ეტაპზე თავდაპირველი ცვლილება სახლსა და სკოლის ადრეულ პერიოდში უნდა განვახორციელოთ, ბავშვების ირგვლივ არ უნდა არსებობდეს გარემო, რომელშიც მათ ეტყვიან, რომ გოგოები ბიჭებზე ნაკლებები უნდა იყვნენ, ნაკლები რამ უნდა ჰქონდეთ და უფრო ნაკლებ მომავალზე ოცნებობდნენ.
ეს კი ცვლილებებს მშობლების ქმედებებში, კურიკულუმებში, საგანმანათლებო გარემოსა და სტერეოტიპების ისეთ ყოველდღიურ წყაროებში მოახდენს, როგორებიც ტელევიზია, რეკლამა და გართობაა; გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც ახალგაზრდა გოგოებს კულტურაში დამკვიდრებული ზიანის მომტანი პრაქტიკებისგან, მაგალითად, ადრეული ქორწინებისა და ძალადობის ყველა ფორმისგან დაიცავს.
ქალები და გოგოები მზად უნდა იყვნენ ციფრულ რევოლუციაში მონაწილეობისთვის.ამჟამად კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულთაგან ქალი მხოლოდ 18 %-ია. თუ გვინდა, რომ ქალებმა მაღალანაზღაურებად „ახალ თანამდებობებზე“ (new collar jobs) წარმატებით იმუშაონ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა გოგოებმა მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) საგნები შეისწავლონ. ამჟამად ციფრულ ინდუსტრიებში ქალები დასაქმებულთა 25 %-ს შეადგენენ.
სამუშაო ადგილებზე თანასწორობის მიღწევა ღირსეული სამუშაოსა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას მოითხოვს. ეს კი მოიცავს ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის სტიმულირებისთვის მთავრობის მიზნობრივ ძალისხმევას, მნიშვნელოვანი გაერთიანებების, მაგალითად პროფკავშირების მხარდაჭერასა და ქალთა მონაწილეობის ხელშემშლელი ბარიერების დაძლევის შესახებ გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში ქალთა ხმის გათვალისწინებას. აღნიშნული განხილული იყო გაეროს გენერალური მდივნის მაღალი დონის კოლეგიაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ. ფსონი მაღალია: ქალთა თანასწორობის გაზრდამ 2025 წლისთვის შეიძლება გლობალური მშპ-ს ოდენობა 12 ტრილიონი აშშ დოლარით გაზარდოს.
აღნიშნული ყურადღების კონცენტრირებას დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხითაც მოითხოვს, რასაც ქალები, საკუთარი სქესის გამო, მრავალ ურთიერგადამკვეთ ფრონტსა თუ მის მიღმა განიცდიან. მაგალითად, სქესობრივი ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა, ხანდაზმულობა და რასა. ამ ყველაფერს არათანაბარი ანაზღაურება მოსდევს: სქესის მიხედვით ანაზღაურებაში საშუალო განსხვავება 23 %-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი აშშ-ში მცხოვრები აფროამერიკელი ქალებისთვის 40 %-მდე პროცენტამდე იზრდება. ალბათობა, რომ ევროკავშირში ხანდაზმული ქალები სიღარიბეში იცხოვრებენ, ხანდაზმულ კაცებთან შედარებით 37%-ით მეტია.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ უკეთ იფუნქციონირონ დარგებმა, რომლებშიც ქალები საკმარისზე მეტად არიან წარმოდგენილნი, მაგრამ არასახარბიელო ანაზღაურებას იღებენ, მცირე სოციალური დაცვა აქვთ ან ამ დაცვით საერთოდ არ არიან უზრუნველყოფილები. მაგალითად: ზრუნვის ეკონომიკა, რომელიც ქალთა საჭიროებებს პასუხობს და მათ მომგებიანად ასაქმებს; თანაბარი პირობები ქალების ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაოსთვის; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, რაც მათთვის ფინანსებისა და ბაზრების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. წვლილის აღიარება და დაცვა არაფორმალურ სექტორში წარმოდგენილი ქალებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს კი ისეთ მაკროეკონომიკურ პოლიტიკებს მოითხოვს, რომლებიც შექმნის მათ შესაძლებლობებს, წვლილს შეიტანს ინკლუზიურ ზრდაში და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 770 მილიონი ადამიანისთვის პროგრესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
უსამართლობის დაძლევა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან მტკიცე გადაწყვეტილებასა და მოქნილობას მოითხოვს. ქალი თანამშრომლების დაქირავებისა და შენარჩუნებისთვის სტიმულის სახით ისეთი ქმედებები იქნება საჭირო, როგორებიც ქალებისთვის გახანგრძლივებული დეკრეტული შეღავათები და ამ გზით სამსახურში მათი დაბრუნების ხელშეწყობა, „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ დანერგვა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე პირდაპირი წარმომადგენლობაა. ამას გარდა, კულტურული ცვლილების ფეხდაფეხ მნიშვნელოვანი ცვლილებები ახალბედა მამების სასარგებლოდაცაა საჭირო. მათი დახმარებით მამებისთვის დეკრეტული შვებულება პერსპექტიული არჩევანი ხდება, რასაც რეალური სარგებელი მთელი ოჯახისთვის მოაქვს.
ამგვარ კომპლექსურ მოცემულობაში მარტივი და დიდი ცვლილებაა საჭირო: კაცი გახდეს მშობელი, ქალებმა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გოგოები თავისუფლად, ბიჭების თანასწორად გაიზარდონ. ცვლილები ყოველმხრივ უნდა განხორციელდეს, თუ იმ ადამიანების რაოდენობის გაზრდა გვსურს, რომლებმაც ღირსეულად უნდა იმუშაონ, თუ გვინდა, რომ გარემო ინკლუზიური იყოს და გავიგოთ, რა სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს ის თანასწორი მსოფლიო, რომელიც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგშია გათვალისწინებული".
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები