SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
ფოტო: საქართვეოს ბანკი
SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები.
საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია "ქართულ ფილმი", რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს ფესტივალის სტუმრებს. ფილმის რესტავრატორი, ელია ფარსადანიშვილი ფესტივალზე სტუმრებს რესტავრაციის დეტალებზე მოუყვება და აჩვენებს, როგორ აღდგა ფილმი და მოვიდა მაყურებლამდე.
ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდება ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია: საუკეთესო კინომუსიკა, საუკეთესო კინომხატვრობა და ჟიურის სპეციალური პრიზი.
საკონკურსო ფილმებს 2 ქართველი და 3 უცხოელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.
"ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი", — განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.
"SOLO ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს მნიშნველოვან და საინტერესო ღონისძიებებს. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი არ არის გამონაკლისი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. მასში კი მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. მესტიის ფესტივალზე ARSENAl სტუმრის სტატუსით და საკუთარი სექციით წარსდგება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო სექტემბერი გველის", — განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.
ფესტივალისთვის განსაკუთრებული პატივია ARSENAl-ის თანადგომა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოსგან გამოყოფა, როცა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1975 წელს, ბერლინში, კინოთეატრ "არსენალეში" შესაძლებელი გახდა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით — "დიდი მწვანე ველი" გაიხსნა და დაიბადა კიდეც გამოთქმა "კინოს ქართული ფენომენი".
მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.
უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები