TI: რვა თანამდებობის პირიდან, შვიდს კომერციული საქმიანობა დეკლარირებული არ აქვს
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა და არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების მიერ, დეკლარაციაში არასრულად წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს.
კერძოდ, როგორც TI წერს, მათ დეკლარაციაში არასრულად წარადგინეს ინფორმაცია საკუთარ ან/და ოჯახის წევრთა ქონებისა და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.
TI-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ:
- თანამდებობის პირთა ნაწილი კვლავ არასრულად ავსებს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას;
- თანამდებობის პირები გარკვეულ შემთხვევაში დეკლარაციაში არ უთითებენ ინფორმაციას საკუთარი ან/და ოჯახის წევრის კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;
- კვლევაში წარმოდგენილი რვა თანამდებობის პირიდან შვიდს არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში;
- საქართველოს პარლამენტის წევრის, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში სავარაუდო უზუსტობაა.
ირაკლი ხახუბია - პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 31 დეკემბერს წარდგენილ დეკლარაციაში სრულად არ აქვს ასახული საკუთარი ბიზნესინტერესები, კერძოდ:
იგი არის შპს აისბერგი 2-ის 25% წილის მფლობელი. აღნიშნული წილის მმართველი ამჟამად არის ირაკლი ვეკუა - შპს აისბერგი 2 ფლობს შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიას.
ირაკლი ხახუბია ფლობს 18-პროცენტიან წილს შპს Geo Capital Management-ში, რაც მას ასევე არ აქვს დეკლარირებული. შპს Geo Capital Management-ის წესდებაში საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს მითითებული;
ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს Gcm Service-ის 18%-იანი წილის მფლობელი, რომლის წესდებაშის საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს მითითებული.
ირაკლი კაკულიას ასევე აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის შპს betwin-ის 30%-იანი წილის მფლობელი, აღნიშნული შპს საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და იგი მოიცავს საბაჟო საბროკერო მომსახურებას, ტვირთების დეკლარირებას, სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, საექსპედიციო საქმიანობას, ტრანსპორტის ყველა სახეობით მომსახურებას, ტვირთების გადაზიდვას, ინერტული მასალების მოპოვებას და ა.შ.
ირაკლი ხახუბიას წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს: შპს Geo Capital Management, შპს Gcm Service-ის და შპს betwin -ის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული აქვს შემოსავალი 150,000 ლარის ოდენობით, საწარმოს სახელწოდებაში კი ირაკლი ხახუბია არის მითითებული, თუმცა ამ დასახელებით საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე საწარმო არ იძებნება. სავარაუდოდ, თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს შეცდომა დაუშვა და საჯარო სამსახურის ბიუროს აღნიშნული მონაცემები სათანადოდ არ გადაუმოწმებია.
ედიშერ თოლორაია - პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი
ედიშერ თოლორაიას, რომელიც 2016 წლის მარტში ბოლო დეკლარაციის შევსებისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, არ აქვს მითითებული, რომ მისი ოჯახის წევრები ფლობენ შემდეგ ბიზნესწილებს:
მეუღლე - მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს თბილი კერა 2011-ის 100% წილის მფლობელი, შპს თბილი კერა 2011 წესდების მიხედვით შემდეგ სფეროებში საქმიანობს: ვაჭრობა, მომსახურება, წარმოება, სოფლის მეურნეობა, მშენებელობა და.ა.შ.;
მისი და ეკატერინე თოლორაია კი შპს ორთეს 50%-იანი წილის მფლობელი, შპს ორთეს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შემდეგი სფერო წარმოადგენს: მარკეტინგი, საცალო და საბითუმო ვაჭრომა, საქონლის ექსპორტი და მპორტი, სოფლის მრეუნეობა, კვების მრეწველობა, პოლიგრაფია და ა.შ.
შპს თბილი კერა 2011-ს და შპს ორთეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ლაშა გოგია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ლაშა გოგიას 2016 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს მედჰაუსის 100% წილის მფლობელი, თუმცა ამავე დროს არ აქვს დეკლარირებული, რომ მამამისი ალმერ გოგია აღნიშნული შპს-ს დირექტორია. შპს მედჰაუსი საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს განსაზღვრული, შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული;
გია კუცია - აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
გია კუციას 2016 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნინო ფხაკაძე არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაგმარა ცანავა ხელოსანი 95 -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დაგმარა ცანავა ხელოსანი 95-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
გიორგი გოროზია - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
გიორგი გოროზიამ 2016 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს G.P.G-ს 100% წილის მფლობელი, შპს G.P.G-ს საქმიანობის სფეროს ფართო პროფილის კომერციული საქმიანობა, ექსპორტი და იმპორტი წარმოადგენს. აღნიშნულ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
ირაკლი კაკულია - ფოთის მერი
ირაკლი კაკულიას 2016 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მამამისი გურამ კაკულია ფლობს 785 მ2 არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს (ს/კ - 04.02.09.179) და ამ მიწაზე მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობას, გურამ კაკულია ასევე ფლობს 601 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ - 04.01.16.107), ფოთში, მდინარე რიონის ნაბადას კალაპოტის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ.
სევერიანე შენგელია - ქალაქ ფოთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
სევერიანე შენგელიამ დეკლარაცია 2016 წლის სექტემბერში შეავსო, სადაც მითითებული აქვს, რომ იგი არის „ჯი ეს მაგდუსის” (ს/კ 415080977) დამფუძნებელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი ამავე დროს არის შპს „ჯი ეს“ (ს/კ 415083787) 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, რაც წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. შპს ჯი ეს-ის საქმიანობის მიმართულებებს სატრანსპორტო და სავაჭრო მომსახურება წარმოადგენს.
თემურ ღვინჯილია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე
თემურ ღვინჯილიას, რომელმაც ბოლო დეკლარაცია 2016 წლის სექტემბერში შეავსო, არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის შპს შე-ლი-ს 30% წილისა და შპს წალენჯიხის საგზაოს 20% წილის მფლობელია. ეს ინფორმაცია თემურ ღვინჯილიას შეტანილი ჰქონდა 2014 და 2015 წლებში შევსებულ დეკლარაციებში. ორივე შპს-ს საქმიანობის შემდეგი სფეროები აქვს განსაზღვრული: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ვაჭრობა, საავტომობილო გზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები