"თავადაც ვყოფილვარ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი" — ნაკაიძე პარლამენტში შესვლის მიზნებზე საუბრობს
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
ევროპული საქართველოს ყოფილი წევრის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარლამენტში იყოს ადამიანი, ვინც იქ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებს დააყენებს. მისი თქმით, თავადაც ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი.
"მივიღე მე გადაწყვეტილება, იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს ბექგრაუნდს წარმოადგენს. განსაკუთრებით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კონკრეტულად, პირადად მე ვყოფილვარ ხოლმე მსხვერპლი სხვადასხვა დისკრიმინაციული მოპყრობისა და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც აღნიშნულ თემას საკუთარ თავზე გამოცდილებით დააყენებს საკითხებად და შესაბამისად, შეეცდება მისი მოგვარების გზების პოვნას", — თქვა მან.
ნაკაიძე პარლამენტში დღეს, 19 მაისს მივიდა. მან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლა 18 მაისს გადაწყვიტა და პარტია დატოვა.
რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, პარტიაში 18 მაისს განაცხადეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. ნაკაიძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მისთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ მნიშვნელოვანია საკანონდებლო ორგანოში წარმოადგინოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და თემები, რომლებიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, ევროპულმა საქართველომ სულ 5 მანდატი მიიღო. მართალია, პარტია ოფიციალურად პარლამენტში არ შედის, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც არჩევნებზე ევროპულ საქართველოს წარმოადგენდნენ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს. კერძოდ, დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ. კიდევ ერთი მანდატი კი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა უკვე დატოვა ევროპული საქართველო და ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა. განსხვავებული პოზიცია აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ასევე, ამ დროისთვის უცნობია ნაციონალური მოძრაობის საბოლოო გადაწყვეტილება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები