ვის შეეხება ამნისტია ქართული ოცნების კანონპროექტით
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. ბოლო ორი კვირაა, მას შემდეგ, რაც პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.
20 ივნისის საქმეების ამნისტირება ამ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. დოკუმენტში მითითებულია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, მაგალითად მოქალაქეებისა და გირჩის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარდგენილ კანონპროექტებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ვერ ხედავენ, თავად კანონპროექტის ინიციატორები ცდილობენ, საზოგადოება საკუთარი ვერსიის უპირატესობაში დაარწმუნონ.
ოპოზიციის კანონპროექტის შესახებ On.ge-ს მკითხველმა უკვე იცის. ამჯერად კი გთავაზობთ მმართველი პარტიის ვერსიას.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე — ეს კანონპროექტის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტია.
ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუხლისა, ხოლო ოპოზიციის კანონპროექტში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, დანარჩენი ყველა საქმე კი პროექტს მიღმა რჩება (ანუ ამნისტია არ შეეხება), მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე სამომავლოდ შესაძლო დაწყებული გამოძიებები.
კანონპროექტებს შორის კიდევ ერთი განსხვავება ეხება დაზარალებულის თანხმობას. ოპოზიციის პროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს არასათანადო ქმედებისთვის ამნისტია შეეხოს, ამაზე ამ ქმედებით დაზარალებული ადამიანი უნდა იყოს თანახმა. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროება მხოლოდ სამართალდამცავების წინააღდეგ არსებულ საქმეებში პოლიციელების დისკრიმინაციაა. საპასუხოდ, ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სამართალდამცველებისთვის განსხვავებული სტანდარტი უნდა არსებობდეს.
"სამართალდამცავები ასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და მოქალაქეები გახდნენ უნებური მსხვერპლი ძალმომრეობის, რომელიც იმ დღეს გამოიჩინა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად და რაც მთავარია, იურიდიულად გამართული არგუმენტი", — განმარტავს სამადაშვილი.
წარდგენილ ორ კანონპროექტს შორის განსხვავებაა არა მხოლოდ დაზარალებულის, არამედ შესაძლო ამნისტირებული პირის თანხმობის საჭიროებაშიც. კონკრეტულად, ქართული ოცნების ვერსიაში წერია, რომ ამნისტია შეეხება მას, ვინც "უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე", ოპოზიციის კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მდინარეებზე წყლის დონეის მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მდინარეებზე წყლის დონეის მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გადახედვა
-
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები