სოკარი მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს
კომპანია სოკარის საქმიანობა საქართველოში უცვლელად ეფუძნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს — ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია. ამ მიმართულებების გასაძლიერებლად სოკარს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის — გამჭვირვალობის დაცვით. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია სოკარის მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
კომპანიის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.
ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, სოკარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.
ფოტო: სოკარი
მზის პანელების დაპროექტებისა და ავტოგასამართ სადგურებზე დამონტაჟების მიზნით, სოკარმა მოიწვია კომპანია Sonnenschmied-ის გამოცდილი კონსტრუქტორი-სპეციალისტები გერმანიიდან, რითაც უზრუნველყოფილი იქნა სამუშაოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელება — პროექტში გამოყენებული თითოეულ კომპონენტი დამოწმებულია ევროკავშირის ერთიანი ბაზრისათვის აუცილებელი ხარისხის სერტიფიკატით.
კომპანიის განცხადებით, ავტოგასამართი სადგურების სახურავზე 200მ2 ფართობზე განთავსებული მზის პანელების პიკური სიმძლავრე 39,6 კვტ სთ-ს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში იძლევა 48 ათასამდე კვტ/სთ ენერგიის გამომუშავების საშუალებას. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წლიური გაფრქვევა 28,7 ტონით ნაკლები იქნება.
თბილისის ზღვისა და აღმაშენებლის ხეივანზე, ბოტანიკის ინსტიტუტთან განლაგებულ სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია მოხმარებული იქნება ავტოგასამართი სადგურის მიერ, მათ შორის ელექტრომობილების დამტენის და Way Mart-ის საცალო ვაჭრობის ცენტრების მიერ.
კომპანია იკვლევს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ახლო მომავალში, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს ამ მიმართულებით. საუბარია დამოუკიდებელ სიმძლავრეებზე, რომლებიც მოამარაგებენ სოკარის ავტოგასამართ სადგურებს მზისგან მიღებული ელექტროენერგიით. გარდა ამისა, სოკარის სამომავლო გეგმები ვარაუდობს მზის პანელების მეშვეობით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ცენტრების შექმნასაც.
მათი განცხადებით, სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში სოკარი არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან ამ სფეროში.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები