ევროპელთა ნახევარზე მეტი მიგრაციის შეზღუდვის მომხრეა
ფოტო: AP
ევროპელთა დიდი ნაწილი ემხრობა სამომავლოდ იმიგრაციის შეზღუდვას იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
გამოკითხვა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Chatham House-მა ჯერ კიდევ მანამდე ჩაატარა, სანამ ამერიკის ახალი პრეზიდენტი მუსლიმური უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან მიგრანტთა შემოსვლის შემზღუდველ განკარგულებას მოაწერდა ხელს.
კვლევის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, შედეგების მიხედვით, ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში მსგავსი შეზღუდვის მომხრენი არიან.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მუსლიმთა იმიგრაციის საწინააღმდეგო დამოკიდებულება უფრო მეტად ასაკოვან მოქალაქეებს აქვთ. ეს მაშინ, როდესაც 30 წელზე ახალგაზრდა მოქალაქეები აშკარად ნაკლებ წინააღმდეგობრივად არიან განწყობილნი.
დამოკიდებულებების განსხვავება იკვეთება განათლების დონის მიხედვითაც: იმ რესპონდენტების 59%, რომელთაც მხოლოდ სკოლის განათლება აქვთ, მიგრაციის შეზღუდვის მომხრეა, კოლეჯის დონის განათლების მქონეთა შორის კი იგივე მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია.
სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებნი უფრო მეტად ემხრობიან მუსლიმი მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვას, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქებში ცხოვრობენ. ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და განათლების დონე, ამ გამოკითხვაში დაახლოებით ისეთივე როლს თამაშობს და პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ისევეა გადანაწილებული, როგორც იმ მონაცემებში, რომელთა მიხედვითაც ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირეს მხარი.
მთლიანობაში, ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვით, დაახლოებით 55% -ს სურს მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოებიდან მიგრაციის შეჩერება.
25% არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება ამ პოზიციას, 20% კი ამგვარ აკრძალვას ეწინააღმდეგება. ჯამში, ათიდან 8 სახელმწიფოში შეზღუდვების მომხრეთა რაოდენობა ჭარბობს.
მონაცემების ნაწილი ასე გამოიყურება:
- პოლონეთში - 71%;
- ავსტრია - 65%;
- გერმანია - 53%;
- იტალია - 51%,
- ესპანეთი - 41%.
მათი რიცხვი, ვინც მიგრაციის შეზღუდვას ეწინააღმდეგება, არც ერთ ქვეყანაში არ აჭარბებდა გამოკითხულთა 32%-ს. პოლონეთის გარდა, იმ სახელმწიფოებში, სადაც შეზღუდვების მომხრეთა დიდი რაოდენობა ფიქსირდებოდა, ბოლო დროს ან ტერორისტული თავდასხმაა მომხდარი, ან ისინი ბოლო წლების განმავლობაში მიგრანტთა კრიზისის ეპიცენტრში იყვნენ.
Chatham House-ის მკვლევარები მეთიუ გუდვინი და ტომას რაინერსი ისევე, როგორც, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტი დევიდ ქატსი, ამბობენ, რომ გამოკითხვის მიხედვით, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე ევროპულ მემარჯვენე პარტიებს მზარდი მხარდაჭერა აქვთ.
ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო წელს შესაძლო ეპოქალური არჩევნების წინაშე დგას. მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და შესაძლოა იტალიაშიც ულტრა-მემარჯვენე პარტიები იკრებენ ძალას. ასე, რომ მკვლევარებისთვის დონალდ ტრამპის გამარჯვება შესაძლოა ერთადერთ სიურპრიზად აღარ დარჩეს.
პარტია საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, "პატრიოტულ გაზაფხულს" წინასწარმეტყველებს.
Chatham House-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები დამაფიქრებელი და საყურადღებოა და რომ მუსლიმური სახელმწიფოებიდან მიგრაციის შეზღუდვის სურვილი აბსოლუტურად არ უკავშირდება ტრამპის ამომრჩეველს და მათ მისწრაფებებს. „ეს დამოკიდებულება ფართოდაა გავრცელებული“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
ჯონ ლოიდი - ბრიტანეთის მემარცხენე ჟურნალის New Statesman-ის ყოფილი რედაქტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტში როიტერის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის მკვლევარი - ამბობს, რომ ახლა მთავარი საკითხავი ისაა, მიიყვანენ თუ არა გამარჯვებამდე მსგავსი მოსაზრების ადამიანები ამ პარტიებს გამარჯვებასთან. ლოიდის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მაგალითი ამ შესაძლებლობის რეალურობის საჩვენებლად საკმარისზე მეტია.
ამასობაში კი ევროპის მემარჯვენე პარტიების ლიდერები - გეერტ ვილდერსი ნიდერლანდებში, ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთში და მატეო სალვინი იტალიაში - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ანტისაიმიგრაციო შეზღუდვის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებას არ მალავენ. თუმცა ტრამპი ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკის სუბიექტიც გახდა.
გასული კვირის დასაწყისში ბრიტანეთში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერშოუმ კანონმდებლებს უთხრა, რომ მას საჭიროდ არ მიაჩნია პრეზიდენტ ტრამპის პარლამენტში დაპატიჟება, როდესაც წელს ის ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.
„მტკიცედ მჯერა, რომ რასიზმისა და სექსიზმის მიმართ ჩვენი შეუწყნარებლობა და ჩვენი რწმენა კანონის წინაშე თანასწორობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმომადგენელთა პალატისთვის.“
ბერშოუს განცხადებამ ლონდონში პოლიტიკური დისკუსიები გამოიწვია. კონსერვატორი კანონმდებლები მას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს.
Chatham House-ის ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის შედეგები პარალელურად, ბოლო წლებში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგების მსგავსია და შესაბამისად, რეალურად ასახავს მიგრაციის მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას.
გასულ წელს პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ასევე 10 ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული კვლევის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მათ ქვეყანაში მუსლიმების ცხოვრების და მათი რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები