შეთანხმება არ არის ცუდი, ესაა ევროპული, დასავლური კულტურა — ვაშაძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმებით კრიზისი არ მოგვარებულა, თუმცა ამისთვის "დიდი ნაბიჯი" გადაიდგა. მისი თქმით, ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება და "ევროპული, დასავლური კულტურა". ამის შესახებ ვაშაძემ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის რანგში დღეს პირველად პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ამ შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის მომეტნია, როცა ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ის უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე, საქართველოს განვითარებაში, როცა თითოეულ საქართველოს პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით ვიაროთ. შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება ეს არის ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა, ის მისწრაფება, საითაც ჩვენ მივიდვართ ყველანი — ეს არის ევროკავშრი, ნატო, დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა", — თქვა მან.
6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.
პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს. ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.
თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: "ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის" ირაკლი კუპრაძე: "ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება" დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
კომენტარები