დავით ნარმანიამ დეკლარაციაში ხელფასის ნახევარი არ მიუთითა
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დეკლარაცია არასწორად შეავსო. ნარმანიამ თბილისის მერად მუშაობის დროს 2015 წელს 38 160 ლარი გამოიმუშავა, თუმცა, დეკლარაციაში მხოლოდ ნახევარი - 19 080 ლარი მიუთითა. თბილისის მერიის პრესსამსახური შეცდომას ტექნიკური პრობლემას უწოდებენ.
თანამდებობის პირებს ხელფასის დეკლარაციებში წინა წილის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მითითების ვალდებულება აქვთ. თბილისის მერად მუშაობის განმავლობაში დეკლარაცია ნარმანიას სულ ორჯერ, 2015 და 2016 წელს, აქვს შევსებული, 2017 წელს კი - ჯერ არ შეუვსია.
On.ge-ს მიერ თბილისის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ნარმანიამ თბილისის მერად მუშაობის დროს, 2014-2016 წლებში, სულ 92 061 ლარი გამოიმუშავა. მას ამ დროის განმავლობაში პრემია და დანამატი არ აუღია.
თბილისის მერმა დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 27 ივნისს შეავსო. ამ დეკლარაციით ირკვევა, რომ 2015 წელს მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე მუშაობით 10 800 ლარი გამოიმუშავა. მისი ცოლის - თინათინ თინიკაშვილის ხელფასი კი 2 640 ლარი იყო. მერმა 2015 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 12 ათასი ლარი მიიღო.
2015 წლის შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 27 207 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კი, სადაც ის მინისტრის თანამდებობას იკავებდა - 21 711 ლარი იყო. 2014 წელსაც, 2015-ის მსგავსად, 12 ათასი ლარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალია. ამ პერიოდში მისი ცოლის ხელფასი 5 775 ლარი იყო.
რაც შეეხება მერისა და მისი ოჯახის სხვა ფინანსებს, 2016 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, ანგარიშზე 20 642 ლარი, 42 ევრო და 362 ამერიკული დოლარი ერიცხებოდა და ნაღდი ფულის სახით 900 ამერიკული დოლარი და 250 ევრო ჰქონდა. მის ცოლს კი ანგარიშზე 800 ლარი ერიცხებოდა.
მერის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში (97 მ2) და მიწის ნაკვეთი ზუგდიდში (5 000 მ2). მას ჰყავს ცოლი და სამი შვილი - კონსტანტინე, ილია დენისი და ელენე ნარმანიები.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები