გავლენიანი ორგანიზაციის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-13 ადგილზეა
ამერიკული გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 186 ქვეყნიდან საქართველო მე-13 ადგილზეა.
ინდექსის 23-წლიანი ისტორიის მანძილზე, 2017 წელს მსოფლიოს საშუალო ქულა, ყველაზე მაღალი - 60,9 დაფიქსირდა. 49 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, თავის უმაღლეს შეფასებას მიაღწია. 2017 წელს საქართველო 76 ქულით შეფასდა. 2016 წელს 72,6 ქულით საქართველო 23-ე ადგილს იკავებდა.
საქართველოსთან ერთად უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებში მოხვდა ისეთი ქვეყნები როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთმა უმეტესად თავისუფალის შეფასება მიიღო, აზერბაიჯანმა და თურქეთმა - ზომიერად თავისუფალის, რუსეთმა კი - უმეტესად არათავისუფალის.
ეკონომისტის, გიორგი პაპავას შეფასებით, წინა წელთან შედარებით, საკუთრების უფლების კუთხით გაუმჯობესებულმა სიტუაციამ მნიშვნელოვნად იმოქმედა რეიტინგზე:
"კარგია, რომ დავწინაურდით. ახალი შეფასებებიც არის, რომელიც საქართველოზე ადრე არ ხდებოდა. ყველაზე მისასალმებელი ის არის, რომ საკუთრების უფლების კუთხით ძალიან უკან ვიყავით და ცოტა გადავიწიეთ და ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბოლოო ჯამში რეიტინგზე. სხვა რომელიმე მიმართულებით კარდინალური ცვლილება არ ყოფილა."
პაპავას თქმით, ხარვეზებიც არის, მაგალითად სასამართლოს თავისუფლების კუთხით, ასევე, მონეტარული პოლიტიკის კუთხით. მისისვე შეფასებით, კარგია, რომ ქვეყანამ წინ წაიწია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით, რისი პოტენციალიც საქართველოს აქვს.
თავისუფალის შეფასება (არანაკლებ 80 ქულა) მხოლოდ ხუთი ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო. მომდენვო 87 უმეტესად თავისუფალი, ან ზომიერად თავისუფალია. ეკონომიკურად არათავისუფალი ქვეყნების რიცხვი საკმაოდ მაღალია: 65 ქვეყნის ეკონომიკა უმეტესად არათავისუფალია, 23 კი - რეპრესიული.
ქულების მიხედვით შეფასება ასეთია:
- თავისუფალი - არანაკლებ 80 ქულა;
- უმეტესად თავისუფალი - 70 - 79,9 ქულა;
- ზომიერად თავისუფალი - 60 - 69,9 ქულა;
- უმეტესად არათავისუფალი - 50 - 59.9 ქულა;
- რეპრესიული - არაუმეტეს 50 ქულა.
ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების ხუთეული:
- ჰონგ კონგი
- სინგაპური
- ახალი ზელანდია
- შვეიცარია
- ავსტრია
ყველაზე არათავისუფალი ეკონომიკების ხუთეული:
- ჩრდილოეთ კორეა
- ვენესუელა
- კუბა
- კონგოს რესპუბლიკა
- ერიტრეა
1995 წელს შექმნილი ინდექსი ქვეყნებს 4 ძირითად პოლიტიკურ სფეროში აფასებს, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებაზე მოქმედებს:
- კანონის უზენაესობა
- მთავრობის ზომა
- რეგულაციების ეფექტიანობა
- და ღია ბაზარი
არსებობს 12 სპეციფიკური კატეგორია:
- საკუთრების უფლებები
- სასამართლოს ეფექტიანობა
- მთავრობის ერთიანობა
- გადასახადების ტვირთი
- მთავრობის ხარჯები
- ფისკალური ჯანმრთელობა
- ბიზნესის თავისუფლება
- შრომის თავისუფლება
- მონეტარული თავისუფლება
- ვაჭრობის თავისუფლება
- ინვესტიციის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება.
საერთო ქულის მისაღებად ამ კატეგორიების ქულები საშუალოვდება.
ფონდი The Heritage ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. ფონდი კონსერვატიულ მოძრაობაში ერთ-ერთი ლიდერი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში გახდა. რეიგანის პოლიტიკა Heritage-ის კვლევიდან - მანდატი ხელმძღვანელობისთვის იყო აღებული. მას შემდეგ ფონდი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს აშშ-ის საჯარო პოლიტიკაზე და აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კვლევით ორგანიზაციად მიიჩნევა. 2016 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ Heritage-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი გარდამავალი გუნდის ფორმირებაში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა

კომენტარები