10 წიგნი, რომელსაც საბჭოთა საქართველოში საჯაროდ ვერ წაიკითხავდი
3 თებერვალს საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ადამიანები წიგნებისადმი სიყვარულს მათი ხმამაღლა კითხვით გამოხატავენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი წიგნიერების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების აღიარებაა. ბევრ სხვა უფლებასთან ერთად, საბჭოთა კავშირში ეს უკანასკნელიც შეზღუდული იყო.
საბჭოთა კავშირში 1922 წლიდან მოქმედებდა ცენზურის ორგანო, ე.წ. მთავლიტი (მთავარი ლიტერატურული სამმართველო), რომელიც შემდეგ პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისთვის შექმნილი ცენტრალური საბჭოს სახელით გახდა ცნობილი. სწორედ მთავლიტი წყვეტდა კონკრეტული წიგნების დაბეჭდვის, გავრცელებისა თუ აკრძალვის საკითხებს. შესაბამისად, მკითხველებს წიგნების თავისუფლად არჩევა არ შეეძლოთ.
გთავაზობთ წიგნებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საჯაროდ ვერ წავიკითხავდით:
1. მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა
ოსტატი და მარგარიტა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომლის არსზეც მკითხველები, მწერლები, კრიტიკოსები თუ ფილოსოფოსები დღემდე კამათობენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოსტატი და მარგარიტა ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. წიგნის თავდაპირველი ვერსია ბულგაკოვმა თავად დაწვა. წიგნის ოფიციალურად დაბეჭდვამდე იგი ხელიდან-ხელში გადადიოდა და მკითხველები მას ჩუმად ეცნობოდნენ.
ოსტატი და მარგარიტა ოფიციალურად ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ დაიბეჭდა.
2. დანიელ დეფო - რობინზონ კრუზო
რობინზონ კრუზო მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირია, რომელიც უამრავი ადამიანისთვის დღემდე ბავშვობის ტკბილ მოგონებად რჩება.
საინტერესოა, რატომ დაიმსახურა, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარმა წიგნმა საბჭოთა ხელისუფლების რისხვა? ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ წიგნში კუნძულზე აღმოჩენილი რობინზონ კრუზო უამრავ დაბრკოლებას დამოუკიდებლად ეჭიდება, რაც საბჭოთა კავშირისეულ კოლექტიური შრომის რწმენას ეწინააღმდეგებოდა.
3. გრიგოლ რობაქიძე - გველის პერანგი
გველის პერანგი მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.
რომანი ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის (არჩილ მაყაშვილის) სამშობლოში დაბრუნებაზე მოგვითხრობს.
მთავარი პერსონაჟის განცდები მწერლისთვის უცხო ნამდვილად არაა - საბჭოთა იდეოლოგიასთან დაპირისპირების გამო გრიგოლ რობაქიძე 1931 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკური ემიგრანტი იყო.
გველის პერანგი საქართველოში 1989 წელს დაიბეჭდა.
4. ევგენი ზამიატინი - ჩვენ
ევგენი ზამიატინის წიგნი ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყაროსა და ჯორჯ ორუელის 1984-ის წინამორბედად მიიჩნევა.
ზამიატინის დისტოპიური ნოველა ტოტალიტარულ რეჟისა და მუდმივი კონტროლის ქვეშ მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს. წიგნის სიუჟეტის საბჭოთა ცხოვრებასთან სიახლოვე ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია.
ზამიატინმა დაპატიმრებამდე წიგნის დასავლეთში გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც ნაწარმოები აშშ-სა და ევროპაში დაიბეჭდა. გავლენიანი მეგობრების წყალობით, ზამიატინმა ჯერ პატიმრობას, შემდეგ კი საბჭოთა კავშირსაც დააღწია თავი და ცხოვრების ბოლო წლები პარიზში გაატარა.
წიგნი საბჭოთა კავშირში 1988 წელს დაიბეჭდა.
5. ჯორჯ ორუელი - 1984
"ომი მშვიდობაა, თავისუფლება — მონობა, უცოდინრობა — ძალა";
"დიდი ძმა გიყურებს"...
ეს ფრაზები ლიტერატურის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობია.
ჯორჯ ორუელი წიგნში ტოტალიტარულ სისტემას აღწერს, რომლის მარწუხებში მოქცეული ადამიანები დიდი ძმის ყოვლისმომცველ მზერას ვერ გაურბიან.
რადგანაც სიუჟეტში საბჭოთა სისტემის ამოცნობა რთული არაა, 1950 წელს წიგნი სტალინმა აკრძალა.
6. ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა
ერთ დღეს ადამიანების მბრძანებლობით დაღლილი ცხოველები ფერმაში აჯანყებას მოაწყობენ. ცხოველების მიერ დადგენილი კანონები თანასწორობის შენარჩუნებას ემსახურება და ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ ცხოველები ადამიანებს არასდროს დაემსგავსონ.
თუმცა მკითხველი მალევე აღმოაჩენს, რომ ამ ფერმაში "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი".
წიგნი 1917 წლის რუსეთის რევოლუციასა და საბჭოთა რეჟიმზე მოგვითხრობს. ხელისუფლება ავტორის ირონიამ არ მოხიბლა, ამიტომ ცხოველების ფერმა ორუელის სხვა ნაწარმოებებთან ერთად 1991 წლამდე აკრძალული წიგნების თაროზე იყო შემოდებული.
7. ვლადიმერ ნაბაკოვი - ლოლიტა
ვლადიმერ ნაბაკოვის ლოლიტა, რომელიც კაცისა და არასრულწლოვანი გოგონას ურთიერთობაზე მოგვითხრობს, მკითხველთა შორის აზრთა სხვადასხვაობას ხშირად იწვევს. წიგნი სხვადასხვა დროს უამრავ ქვეყანაში აუკრძალავთ, მათ შორის, საფრანგეთსა და ინგლისში. აკრძალული სიყვარულის ისტორიის დაბეჭდვას უფრთხოდნენ ამერიკელი გამომცემლებიც.
მწერლის მამა ბოლშევიკების მოწინააღმდეგე ცენტრისტი იყო და ოჯახთან ერთად რევოლუციის შემდეგ სამშობლოდან გადასახლდა. ისინი რუსეთში მოღალატეებად ითვლებოდნენ, ამიტომ ნაბაკოვის ნაწარმოებების დაბეჭდვა, თავისთავად, აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, წიგნი საბჭოთა კავშირში არალეგალურად ვრცელდებოდა, ამიტომაც ინტელიგენციის წარმომადგენლებს მისი წაკითხვის შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ.
ლოლიტა ოფიციალურად 1989 წელს დაიბეჭდა.
8. ალექსანდრე სოლჟენიცინი - არქიპელაგი გულაგი
არქიპელაგი გულაგი საბჭოთა სადამსჯელო სისტემაზე მოგვითხრობს, რომლის ფარგლებშიც პატიმრობაში მყოფი ადამიანები გაუსაძლის პირობებში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს იძულებით ასრულებდნენ. რუსმა მწერალმა ცხოვრება საბჭოთა სადამსჯელო სისტემის კვლევას მიუძღვნა. ის შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებზე ინფორმაციას აგროვებდა, რათა მკითხველებისთვის საბჭოთა სადამსჯელო სისტემა დეტალურად გაეცნო.
სოლჟენიცინს საბჭოთა ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა, თუმცა სანამ არქიპელაგი გულაგის ხელნაწერს აღმოაჩენდნენ, მწერალმა ტექსტის ევროპაში გაგზავნა მოახერხა და 1973 წელს წიგნი პარიზში დაიბეჭდა. სოლჟენიცინს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნის დატოვება აიძულეს.
არქიპელაგი გულაგი საბჭოთა კავშირში 1990 წელს გამოიცა. მწერალმა მოქალაქეობა აღიდგინა და სამშობლოში დაბრუნდა.
9. ბორის პასტერნაკი - ექიმი ჟივაგო
ექიმი ჟივაგო რუსეთის რევოლუციასა და სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი მე-20 საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად ითვლება. რადგანაც საბჭოთა კავშირმა მის გამოცემაზე უარი თქვა, წიგნი იტალიაში იტალიურ ენაზე დაიბეჭდა. წიგნისთვის პასტერნაკმა ნობელის პრემია მიიღო.
პასტერნაკის წარმატება ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მწერალი საბჭოთა მედიის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო პასტერნაკს ნობელის პრემიაზე უარის თქმა მოუწია.
საბჭოთა კავშირში წიგნი პირველად 1988 წელს დაიბეჭდა.
10. ფრიდრიხ ნიცშე - ესე იტყოდა ზარატუსტრა
ესე იტყოდა ზარატუსტრა ნიცშეს ფილოსოფიური იდეებით დატვირთული ოთხნაწილიანი ნაწარმოებია, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
თუმცა, საბჭოთა კავშირი ნიცშეს იდეებისადმი აშკარად სიფრთხილეს იჩენდა, რადგან 1923 წლიდან ფილოსოფოსის ნაწარმოებებმა ბინა აკრძალული წიგნების თაროზე დაიდეს.
ბიბლიოთეკებში შენახულ წიგნებზე წვდომა მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ, ამიტომ საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას ესე იტყოდა ზარატუსტრას საჯაროდ ნამდვილად ვერ წავიკითხავდით.
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა










კომენტარები