წამყვანი საერთაშორისო გამოცემა The Banker კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს — ეროვნული ბანკი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
"საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა", — ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
სტატიაში კობა გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით დროულად გაატარა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კობა გვენეტაძე ხაზს უსვამს კრიზისამდე გატარებული ეფექტური და თანმიმდევრული ფინანსური ზომების მნიშვნელობას, რომელთა შედეგად, მისი თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მოქნილობაც შეინარჩუნა.
"ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საგარეო შოკები საკმაოდ ხშირი მოვლენაა ისეთი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პანდემიით გამოწვეული რეცესია არსებითად განსხვავდება ადრინდელი კრიზისებისგან. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი ბევრი მიმართულებით მიადგა. პანდემიის მსგავსი გლობალური შოკი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ხაზს უსვამს იმას, რომ კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისამდელ პერიოდში გატარებული პროაქტიული და თანმიმდევრული ზომების წყალობით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მდგრადობა შეინარჩუნა.
2016 წლიდან საბანკო სისტემაში ვზრდიდით კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მოცულობასა და ხარისხს. კომერციული ბანკების მიერ გამომუშავებულმა სარგებელმა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა კაპიტალის დამატებითმა მოთხოვნებმა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების დაგროვების და კრიზისთან ეფექტიანად გამკლავების საშუალება მისცა. დამატებითი მოთხოვნების ეტაპზე დაჩქარებული გადასვლა გამარტივდა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, აქციონერების მტკიცე მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომით: საქართველოში არსებული ბანკები ძირითადად უცხოურ მფლობელობაშია, ხოლო ორი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. გარდა ამისა, გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო შინამეურნეობების ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია, რამაც ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მოქნილობა", — აცხადებს კობა გვენეტაძე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების ჭარბი ზრდის შესამცირებლად და ჯანსაღი დაკრედიტების ხელშესაწყობად, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია აამოქმედა. შინამეურნეობების დაკრედიტების წლიური ზრდა შემცირდა, ხოლო ბიზნესის დაკრედიტებისა და ინვესტიციების ზრდის მიზნით იურიდიული პირების დასაფინანსებლად მეტი თანხები გახდა ხელმისაწვდომი.
ამავე სტატიის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, არაერთი საგანგებო ღონისძიება გაატარა: "სებ-მა გააფართოვა სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები რეალური ეკონომიკის დაკრედიტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად; დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი ინსტრუმენტით, რომელიც მიზნობრივი რაოდენობრივი შერბილების ანალოგიურია; მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უზრუნველყო რესურსებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობა სსფ-თან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში; შეამცირა კაპიტალის ადეკვატურობა; გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვაზე და ადგილზე შემოწმების შეჩერებაზე; მოუწოდა ბანკებს სესხების გადახდაზე მორატორიუმის ნათლად და გეგმის შესაბამისად გამოცხადებისკენ; ასევე, შემუშავდა მორატორიუმი იმ დარღვევებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზი კრიზისია. ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესარბილებლად, ზემოხსენებულ დროებით ღონისძიებებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა. სტანდარტული საპასუხო პოლიტიკის ძირითადი საყრდენი მაინც უცვლელი რჩება — ფასების სტაბილურობის მიღწევა მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის პირობებში. პანდემიის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9%-დან 8%-მდე შეამცირა, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის და განაკვეთი ამ ნიშნულზე შეინარჩუნა".
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკამ "შეაკეთე სახურავი სანამ მზე ანათებს", საფინანსო სისტემა კრიზისისთვის კარგად მოამზადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად, პოლიტიკურ ღონისძიებებზე მუშაობასთან ერთად, ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას. ასევე, დღის წესრიგში პრიორიტეტად რჩება ინიციატივები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.
ინფორმაციისთვის: მსოფლიოს ავტორიტეტული გამომცემლობის Financial Times-ის ფინანსური გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან გამოდის.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები