ასტრონომებმა ოთხი ეგზოპლანეტის მოძრაობა პირდაპირ გადაიღეს
ფოტო: Gemini Observatory/Lynette Cook
დედამიწიდან 129 სინათლის წლის მოშორებით პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით, შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავური სისტემა HR 8799 ბინადრობს. 2008 წელს ამ სისტემაში 4 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელთა არსებობაც პირდაპირი გადაღების ტექნიკით დადასტურდა. დროთა განმავლობაში ასტრონომები დარწმუნდნენ, რომ ეს ოთხი პლანეტა ერთმანეთის მიმართ რეზონანსში იყო.
ეს ოთხი პლანეტა თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო 1:2:4:8 რეზონანსით მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული პლანეტის ორბიტალური პერიოდი თითქმის ზუსტ თანაფარდობაშია სისტემის სხვა პლანეტებთან. ეს შედარებით უცხო ფენომენია, რომელმაც ჯეისონ უანგი, კურსდამთავრებული სტუდენტი ბერკლიდან, შთააგონა, შეექმნა ვიდეო, რომელიც პლანეტების ორბიტალურ ცეკვას გამოსახავს.
კეკის ობსერვატორიის მიერ შვიდი წლის განმავლობაში შეგროვებული ფოტოებით შექმნილი უანგის ეს ვიდეო მცირე შთაბეჭდილებას გვიქმნის ამ ოთხი ეგზოპლანეტის მოძრაობაზე. როგორც ხედავთ, ცენტრში ვარსკვლავი გაშავებულია, რათა პლანეტების მიერ ვარსკვლავის არეკლილი შუქი გამოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარსკვლავის სიკაშკაშე გადაფარავდა ყველა პლანეტას. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციაზე პლანეტები სრულ ორბიტალურ ბრუნს არ ასრულებენ (რომელსაც ათწლეულები და საუკუნეებიც კი დასჭირდებოდა), მაინც ლამაზი სანახაობაა მაყურებლისთვის.
ამ ოთხი ეგზოპლანეტის სურათები კრისტიან მაროსმა გადაიღო, რომელიც კანადის ჰერცბერგის ასტროფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს. 2008 წელს მაროსმა და მისმა კოლეგემა აღმოაჩინეს HR 8799-ის პირველი სამი ეგზოპლანეტა - HR 8799 b, c და d - პირდაპირი გადაღების ტექნიკით. ამავე დროს, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე გუნდმა ფომალჰოტ b-ს აღმოჩენა გამოაცხადა ასევე პირდაპირი გადაღების მეთოდით.
მეცნიერთა გათვლებით, ეს პლანეტები გაზის გიგანტები არიან მსგასი ზომებითა და მასებით: 1,2-1,3 და 7-10 იუპიტერის მასას შორის. მათი აღმოჩენის დროს მიჩნეული იყო, რომ HR 8799 d უახლოესი პლანეტა იყო მის დედავარსკვლავთან, დაახლოებით 27 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით. ასტრონომიული ერთეული მზიდან დედამიწამდე საშუალო მანძილია, რომელიც 150 მილიონ კილომეტრს უდრის. მათივე ვარაუდით, სხვა ორი პლანეტა 42 და 68 ასტრონომიული ერთეულებით იყვნენ დაშორებულები დედავარსკვლავს.
ცოტა ხნის შემდეგ გუნდმა გააანალიზა, რომ ეს პლანეტები უკვე დაუფიქსირებიათ 1998 წელს. იმ დროს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის NICMOS ხელსაწყომ სისტემიდან წამოსული შუქი აღიქვა, რომელიც პლანეტების არსებობაზე მეტყველებდა.
2009 და 2010 წელებში ჩატარებულმა შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა მეოთხე პლანეტის, HR 8799 e-ს არსებობა, რომლის ორბიტაც დანარჩენი სამი პლანეტის ორბიტების შიგნითაა მოთავსებული. ეს პლანეტა 15-ჯერ დიდი მანძილითაა დაშორებული საკუთარი ვარსკვლავიდან, ვიდრე დედამიწა - მზისგან, რის გამოც მისი ორბიტალური პერიოდი 18 000 დღეს (ჩვენი 49 წელიწადი) აღწევს. სხვების ორბიტალური პერიოდი 112, 225 და 450 წელიწადია, შესაბამისად.
საბოლოოდ, უანგმა გადაწყვიტა, შეექმნა ვიდეო (რომელიც პირველი არ იყო) იმის გამოსახატად, თუ რამდენად საოცარია ეგზოპლანეტების ძიება. როგორც მან თქვა:
"მოძრაობის ინტერპოლაციის ალგორითმი სხვა ეგზოპლანეტური სისტემისთვის, Beta Pictoris b-სთვის დავწერე, სადაც ვხედავთ ერთ პლანეტას კუთხურად, თითქოს ის ყვინთავს ვარსკვლავში (სინამდვილეში, ის უბრალოდ მის წინ ბრუნავს). ჩვენ გვინდოდა იგივე გაგვეკეთებინა HR 8799-სთვისაც, რათა გაგვეცოცხლებინა ეს სისტემა და გაგვეზიარებინა ჩვენი აღფრთოვანება, რაც ეგზოპლანეტების პირდაპირ გადაღებას მოაქვს. ჩემი აზრით, საოცარია ის ფაქტი, რომ გვაქვს ტექნოლოგია, რომლითაც ვუყურებთ სხვა პლანეტების ორბიტებს სხვა ვარსკვლავებზე".
გარდა ამისა, ეს ვიდეო ყურადღებას ამახვილებს ვარსკვლავურ სისტემაზე, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს წარმოადგენს ეგზოპლანეტების მკვლევართათვის. HR 8799 პირველი მრავალპლანეტური სისტემა იყო, რომელიც პირდაპირ გადაიღეს. ასტრონომებს შეუძლიათ პირდაპირ შეისწავლონ ამ პლანეტების ორბიტები, დააკვირდნენ დინამიკურ ურთიერთქმედებებს და განსაზღვრონ, როგორ მოხდა მათი დღევანდელ კონფიგურაციაზე მოწყობა.
ასტრონომებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ატმოსფეროების შედგენილობა და შეადარონ ისინი ჩვენი მზის სისტემის გაზის გიგანტებს. რადგანაც სისტემა ძალიან ახალგაზრდაა (სულ რაღაც 40 მილიონი წლის... დიახ, ეს ასტრონომიულ დროში ძალიან ცოტაა), მას ბევრი რამის თქმა შეუძლია პლანეტების ფორმირების პროცესის შესახებ. მათი განიერი ორბიტები კი ნიშნავს, რომ სისტემა ნაკლებად სტაბილურია.
უანგის აზრით, მომავალში ასტრონომები შეძლებენ დააფიქსირონ რომელიმე პლანეტის სისტემიდან გაგდება. იმის მიუხედავად, რა ინტერესები აქვს ჩვენს კაცობრიობას, ვფიქრობ, პლანეტის სისტემიდან გაგდების ამსახველი ვიდეო აუცილებლად უნდა გახდეს ვირუსული.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა


კომენტარები