ისრაელის პარლამენტი დაიშალა — ქვეყანა მორიგი არჩევნების მოლოდინშია
ფოტო: AFP
ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რადგან კოალიციურმა მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ შეათანხმა. BBC-ის ინფორმაციით, სამშაბათს, 22 დეკემბერს ბიუჯეტის დამტკიცებისთვის ყველა ვადა ამოიწურა და კანონის თანახმად, პარლამენტი დაშლილად გამოცხადდა.
ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში დეპუტატები ბიუჯეტის განხილვის ვადების გახანგრძლივებისთვის შესაბამის კანონპროექტსაც განიხილავდნენ, თუმცა ხმათა უმრავლესობით პროექტი უარყოფილ იქნა. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 23 მარტს გაიმართება.
2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტის პერიოდში ისრაელში სამი არჩევნები ჩატარდა, რომელზეც მილიარდ შეკელზე (300 მილიონ დოლარზე) მეტი უკვე დაიხარჯა. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მხოლოდ მესამე მცდელობაზე გახდა შესაძლებელი. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველმა პარტია ლიკუდმა შეძლო და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა მთავარ ოპონენტთან კახოლ-ლავანთან, რომლის ლიდერიც ბენი განცია.
კოალიციური შეთანხმების თანახმად, პრემიერის პოსტს მმართველობის პირველ 18 თვეში ნეთანიაჰუ დაიკავებდა, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან — განცი. ამ მომენტისთვის განცს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ნეთანიაჰუ-განცის კოალიციამ მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტი 1996-99 წლებში ეკავა, ხოლო 2009 წლიდან ის უცვლელი ლიდერია, რაც ისრაელის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამ ეტაპისთვის, მას კორუფციაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ გამოძიებაც კი მიმდინარეობს, თუმცა ნეთანიაჰუ ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ პრემიერის პოსტს კიდევ ერთხელ დაიკავებს.
პარლამენტის დაშლასა და ახალი არჩევნების ჩატარებაში განცი და ნეთანიაჰუ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
"მე არ მსურდა არჩევნები, ლიკუდს არ სურდა ეს არჩევნები. ყოველ ჯერზე ვცდილობდით, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ბენი განცმა უარი თქვა ჩვენთან შეთანხმებაზე", — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, განცი აცხადებს, რომ პრემიერს სურდა სიტუაცია არჩევნებამდე მიეყვანა, რათა კორუფციაში ბრალდება თავიდან აერიდებინა.
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
კომენტარები