ვოლსკის აზრით, ენმ და ევროპული საქართველო "ტერორისტულ აქტზეც" წამსვლელები არიან — რას პასუხობენ პარტიებში
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, იგი არაფერს გამორიცხავს. მათ შორის, არ გამორიცხავს მათ კავშირს არც რუს დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან და არც ტერორიზმთან. ასე ეხმაურება იგი პარტიის აღმასრულებელ მდინავს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც, ასევე, არ გამორიცხა, რომ გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ.
"საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, გავრილოვი. ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზეთ, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს, არაფერს არ გამოვრიცვხავ. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე", — თქვა მან.
On.ge აღნიშნულ განცახდებასთან დაკავშირებით, პარტიებს დაუკავშირდა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, არავის დაავიწყდება გია ვოლსკისა და პარტიის "აჟიტირებული სიჯიუტე", რომლითაც ისინი პასუხობდნენ გაფრთხილებას — არ შემოეშვათ ქვეყანაში გავრილოვი. კანდელაკის თქმით, იგი თბილისში სწორედ ქართულმა ოცნებამ დაპატიჟა.
"ბატონ გიას, როგორც კომუნისტური პარტიის ცეკას ინსტრუქტორს რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდა, მშობლიური პარტიის პროპაგანდის ძირძველი მეთოდი ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი: ტყუილი უნდა იყოს რაც შეიძლება დაუჯერებელი, მჭახე და გიჟური, უნდა შეითხზას არარსებული რეალობა, რომელშიც ყველამ უნდა იცხოვროს. თავად ბატონი გია და კომუნისტური პარტია სწორედ ასე იქცეოდნენ: დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ყაჩაღებად წარმოაჩენენ, ყაჩაღ ბოლშევიკებსა და კომუნისტებს — გმირებად. მაგრამ ახლა 2020 წელია და არავის დაავიწყდება არც მისი და არც მისი პარტიის გავრილოვთან ღვინის ჭახუნი და არც ის აჟიტირებული სიჯიუტე რომლითაც ქართული ოცნების ლიდერები პასუხობდნენ ჩვენს გაფრთხილებას — არ შემოეშვათ ქვეყანაში ქართველთა ეთნიკური წმენდის და აფხაზეთის ომის მონაწილე გავრილოვი, რომელიც თბილისში სწორედ მათ დაპატიჟეს", — განაცხადა კანდელაკმა.
რაც შეეხება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, მისი თქმით, "ცივილიზებულ" სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, მსგავსი განცხადებების გამო პარტიას აუცილებლად დაეკისრებოდა სანქციები.
"ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო უპირველესყოვლისა, მუშაობს და ყველა ადმიანს შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას, ამ შემთხვევაში, სასამართლო დასჯიდა და დააკისრებდა ძალიან მნიშვნელოვან სანქციებს იმ პოლიტიკურ ძალასაც კი, რომელსაც წარმოადგენს ბატონი ვოლსკი. მაგრამ ასეთი განცხადებები, მათი მხრიდან ახალი არ არის და მთელი ამ 8 წლის პერიოდის მანძილზე, მიზანმიმართულად რომ ემუშავათ საქართველოს განვითარებაზე, საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ. თუმცა მე-9 წელსაც კი, ზუსტად იგივეს აკეთებენ — გამალებით, ყოველგავრი საზღვრებისა და წითელი ხაზების გარეშე ებრძვიან ოპოზიციას. ეს არის მათი დამოკიდებულება, მათი სახე, რომ ისაუბრონ ოპოზიციაზე ძალიან ცუდ კონტექსტში, რაც პოლიტიკური ძალის საბოლოო დეგრადაციას აჩვენებს", — უთხრა On.ge-ს დეკანოიძემ.
20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი გამორიცხავს, გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. კობახიძის თქმით, ოპოზიციისა და რუსეთის ქმედებებს შორის სინქრონს ხშირად ხედავს. მისივე განცხადებით, 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება სინქრონში მოქმედებდნენ და ამ სინქრონით ტერიტორიების 20% დაიკარგა.
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები