სილქნეტი: პროკურატურის მასალა კაბელების საქმეზე, აზიანებს ბიზნესს ქვეყანაში
ფოტო: On.ge
კომპანია სილქნეტი კატეგორიულად არ ეთანხმება მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ე.წ. კაბელების საქმის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სილქნეტთან მიმართებაში დასახელებულ ფაქტებს. მათი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალა ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რაც აზიანებს როგორც სილქნეტის იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, ასევე ბიზნესს ქვეყანაში.
კომპანია თავის განცხადებაში უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სილქნეტმა 2 თვით ადრე იცოდა სახელმწიფო შესყიდვის დეტალები, ხოლო სხვა კომპანიებს მხოლოდ 9 დღე ჰქონდათ საკუთარი წინადადებების მოსამზადებლად. კომპანიის განცხადებით, სილქნეტმა, სხვა შესყიდვაში მონაწილე კომპანიების მსგავსად, შესყიდვის დეტალები 2013 წლის 27 აგვისტოს შეიტყო:
"პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი წინააღმდეგობაშია თავად პროკურატურის დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებებთან, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მოთხოვნა, გაჩნდა მხოლოდ 2013 წლის 30 ივლისს. ბუნებრივია, აღნიშნული საჭიროების თაობაზე, მით უფრო, მის დეტალებზე, სილქნეტს ორი თვით ადრე ვერ ეცოდინებოდა".
სილქნეტი ასევე არ ეთანხმება იმას, რომ კომპანიის წინადადება სამინისტროს მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა:
"სახელმწიფო შესყიდვის საგანს წარმოადგენდა თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მომსახურება და არა - მაგისტრალის მშენებლობა. ასევე, სილქნეტი არ იყო სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ერთადერთი პირი".
კომპანია განმარტავს, რომ სილქნეტის გარდა, ფასები წარადგინეს შპს დელტაკომმა (10 498 200 ლარი), შპს ოპტიკ-ლაინმა (9 257 750 ლარი) და შპს სპეცკავშირმა (12 886 226 ლარი).
კომპანიის მტკიცებით, მათი წინადადება სრულიად შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს:
"სილქნეტმა წარადგინა 1 ძირითადი (მაგისტრალური არხის მშენებლობით) და 3 ალტერნატიული წინადადება. სილქნეტის მიერ წარდგენილი შეთავაზებები სრულად შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, თუმცა ტექნიკური გადაწყვეტის სხვადასხვა ალტერნატივებს გულისხმობდა".
ამას გარდა, სილქნეტი აცხადებს, რომ ამ წინადადების ფასი გაცილებით ნაკლები იყო (5 800 000 – 6 800 000 ლარი, დღგ-ს გარეშე), ვიდრე სხვა მონაწილეების მიერ წარდგენილი ფასები.
კომპანია ასევე უარყოფს პროკურატურის იმ ინფორმაციას, რომ შპს დელტაკომს შეეძლო თავდაცვის სამინისტროსათვის იგივე მომსახურების უფასოდ შეთავაზება:
"თბილისი - კოჯორი - ახალციხე - ბათუმის მიმართულებით შპს დელტაკომს სრულყოფილი საკაბელო ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა, რაც გამორიცხავდა მის მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების სამინისტროსათვის მიწოდების შესაძლებლობას".
სილქნეტი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მათ სამინისტროს სიმბოლურ ფასად (თვეში - 1000 ლარი) შესთავაზეს 21 წლის მანძილზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მომსახურება. მათივე თქმით, აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი თვეში დაახლოებით 20 000 ლარია.
კომპანიის განცხადების მიხედვით, ისინი პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან და თანაუგრძნობენ დაკავებულებსა და მათი ოჯახის წევრებს.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა დაკავებულებს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონის გაფლანგვას ედავება, რასაც ბრალდებულები არ ეთანხმებიან და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თავის მხრივ, პროკურატურა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ადეკვატური და მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილება მიიღო.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები