ვაგინის საკითხები — როგორ აღაშფოთა გოგოების სექსუალური განათლების წიგნმა ხალხი ბულგარეთში
სვეტლა ბაევა მშობლიურ ბულგარეთში ხშირად ხდება განხილვის საგანი. ის სოციალური გავლენის გლობალური კრეატიული სტუდიის, Fine Acts-ის, კამპანიის ხელმძღვანელია და ხელოვნებას სიტყვის თავისუფლებისა და უმცირესობათა უფლებების დასაცავად იყენებს. თუმცა Fine Acts-ის ბოლო პროექტმა — პირველი ბულგარულ ენაზე გამოცემული სექსუალური განათლების ილუსტრირებული წიგნი გოგოებისთვის — განსაკუთრებული ბრაზი გამოიწვია საზოგადოებაში.
ბაევას, რაია რაევასა და დები ილუსტრატორების, ბორისლავა და მიჰაელა კარადიოვას, თანაავტორობით შექმნილმა წიგნმა ვაგინის საკითხები (Vagina Matters; რომელიც ასევე ცნობილია ბულგარული სათაურით V როგორც ვაგინა) ონლაინ თავდასხმები და მედიის უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე კრაზიმირ კარაკაჩანოვი, რომელიც ნაციონალისტური პარტიის ლიდერია, სულაც, სასამართლო საქმის აღძვრით დაიმუქრა.
ბაევასთვის ამ ბრაზის მიზეზი ძალიან მარტივია: "ამჟამად სერიოზული გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს ქალთა უფლებების წინააღმდეგ, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების. ამ ტრენდმა არც ბულგარეთს აუარა გვერდი".
გუნდს სურდა, დაეწერა წიგნი საკუთარი ბავშვობის გამოცდილებებიდან გამომდინარე, როცა ისინი ადეკვატური სექსუალური განათლების გარეშე იზრდებოდნენ — ასევე იმიტომ, რომ, სტატისტიკის მიხედვით, ბულგარეთის სკოლების მხოლოდ 10%-ში ისწავლება ასეთი საგნები. "ამ წიგნის დაწერით გვინდოდა, სექსუალური ჯანმრთელობის გარშემო არსებული ცნობისმოყვარეობისა და ღიაობის პოზიტიური კულტურა წაგვეხალისებინა", — ამბობს ბაევა.
წიგნი გაფორმებულია ჭკვიანური, ფერადი დიზაინითა და მომხიბლავი ილუსტრაციებით. "მინდოდა, წიგნი მეგობრული და მიმზიდველი ყოფილიყო", — ამბობს წიგნის თანაავტორი მიჰაელა. ერთ-ერთ სურათში გოგონას მაისური აცვია წარწერით "მე მიყვარს ჩემი ვაგინა". სხვაში სხვადასხვა ზომისა და ფორმის გოგოები ვარჯიშობენ. მენსტრუაციის თემაში ნაჩვენებია ხელები, რომლებსაც მენსტრუაციისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ნივთი უჭირავს: ტამპონები, საფენები და მენსტრუალური ჭიქა. მიჰაელას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასახატი ილუსტრაციები მასტურბაციას ასახავს: "გვინდოდა, ეს ისე წარმოგვეჩინა, როგორც არის, თუმცა ამავდროულად ვეცადეთ, ზედმეტად ბევრი არ გვეჩვენებინა". ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ავტორებმა გადაწყვიტეს, გამოესახათ პერსონაჟები, რომელთა "გამომეტყველებებიც იმ სიყვარულსა და სითბოს ასხივებს, რომლებიც საკუთარი სხეულისადმი მიმღებლობითაა გამოწვეული".
ნაზ პასტელურ ილუსტრაციებთან ერთად წიგნს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთში — რუმინეთთან ერთად — თინეიჯერების ორსულობისა და დედობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბულგარეთში ასევე სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იაფი და ხელმისაწვდომი კონტრაცეპცია არსებობს. Vagina Matters-ის მსგავსი პროექტები ამ მაჩვენებლების შემცირებას ისახავს მიზნად.
ფოტო: Borislava and Mihaela Karadjova
მიუხედავად ამისა, ეს წიგნი კრიტიკის მორევში მოექცა. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსია ბულგარეთის ეროვნული მოძრაობის პარტიის ევროპული პარლამენტის დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი კრისტიან შკვარეკი. Facebook-ის პოსტში, რომელმაც 1800 კომენტარს მოუყარა თავი, მან წიგნს "პროგრესული პროპაგანდა" უწოდა. ბევრი გამომწერი მას დაეთანხმა, ერთ-ერთმა კი დაწერა: "სატანა სოროსს უნდა, თქვენი შვილები გეი გახადოს, მაგრამ ბულგარეთში მისი უკუღმართი ანტიქრისტიანული იდეოლოგია წარმატებას ვერ მიაღწევს!"
ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვი არა წიგნის ბიოლოგიურმა ასპექტებმა და არც მასტურბაციის პრობლემებმა, არამედ იმან, რომ წიგნში აღწერილია ოჯახური ძალადობა და წიგნი მიმღებლურადაა განწყობილი ლგბტ ადამიანების მიმართ. შკვარეკმა გააკრიტიკა წიგნი იმის გამო, რომ მასში ნახსენები იყო ლგბტ თემის უფლებები, ფემინიზმი და მულტიკულტურული ხელოვნება და ამას "ზღვარს გადასული პროგრესული პროპაგანდა" უწოდა.
ოპონენტების მიერ გამოკვეთილი ერთ-ერთი პასაჟი ასეთია: "მენსტრუაცია ბიოლოგიური ფუნქციაა, მაგრამ ის აუცილებლად რაღაც ექსკლუზიურად 'ქალური' არ არის". ავტორები წიგნში განმარტავენ, ქალების გარდა როგორ შეიძლება მენსტრუაცია ჰქონდეთ ტრანსგენდერ კაცებს, ინტერსექსუალებსა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ხალხს.
შკვარეკის თქმით, "არ არსებობს კაცი, რომელსაც მენსტრუაცია აქვს; არ არსებობს ისეთი პირობები, რომლებშიც განსაზღვრული ბიოლოგიური ფაქტორები შეგვიძლია დავამახინჯოთ, რათა ისინი პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს".
მიუხედავად იმისა, რომ ბაევამ და მისმა გუნდმა მშვენივრად იცოდნენ, რა კრიტიკაც მოყვებოდა მათ წიგნს, მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ ფემინიზმზე, გენდერულ იდენტობაზე, გენდერით განპირობებულ ძალადობასა და ლგბტ თემის მიმღებლობაზე დაეწერათ.
"სკოლებში ლგბტ ხალხის ჩაგვრა თინეიჯერობის ისედაც რთულ წლებს ტკივილის, სტრესისა და მიუღებლობის სრულიად ახალ საფეხურს მატებს. არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ განსაზღვრული გამოცდილებები და პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც უწევთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს. Vagina Matters-ით გვინდა, გოგოებს (და ბიჭებს), მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისგან განურჩევლად, ვუთხრათ, რომ სულ ერთია, ვინ მოგეწონება ან გეყვარება, რადგან სიყვარული და მისი გამოხატვის უფლება სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია", — ამბობენ ბაევა და რაევა.
მათი რწმენით, საწყისი კრიტიკა წამოვიდა "პატარა, ძალიან ხმაურიანი, უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური წარმონაქმნისგან, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ამ საკითხის პოლიტიზირებით სარგებელს მიიღებდნენ".
მოგვიანებით ბაევა და რაევა ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში გამოჩნდნენ წიგნის დასაცავად, რომელსაც ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს. გუნდისთვის წიგნის მთავარი არსი არის არა სექსი ან გარდატეხის ასაკი, არამედ შესაძლებლობების გაფართოება და მიმღებლობა.
"ეს არის შესაძლებლობების გაფართოება საკუთარი სხეულისა და სურვილების ცოდნის გზით, ასევე იმ ენით, რომლითაც საკუთარი საჭიროებებისა და საზღვრების გამოხატვა შეგიძლიათ. ამ გაგებით ჩვენ წიგნში შევიტანეთ ფემინიზმი, როგორც იმის გზა, რომ გავიგოთ ჩვენი გამოცდილებები არა როგორც ცალკე მდგომი შემთხვევები, არამედ ბევრი გოგოსა და ქალისთვის საერთო. განურჩევლად იმისა, ის საკუთარი თავის მიღების სირთულეებთანაა დაკავშირებული თუ გენდერით განპირობებულ ძალადობაზე, ჩვენ ფენიზმზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, დავინახოთ ჩვენი გამოცდილებების კონტექსტი, რათა ვიცოდეთ, რომ მარტონი არ ვართ და გვაქვს იმის ძალა, მივაღწიოთ ცვლილებებს, როდესაც ერთად და სოლიდარულად ვიმოქმედებთ", — ამბობს ის.
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
კომენტარები