საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქვეყანაში არ იყო. ასე ეხმაურება ის მთავარი არხის ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვით, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია — ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 33%.

"საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო მინიმუმ 33%, ჩემი არყოფნის პირობებშიც. ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოსი, იმ მონაცემებით, რაც ჩვენ ვიცით. ეს არის ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის", — განაცხადა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.