ერთ-ერთ ოლქში უსინათლოთათვის მხოლოდ პროპორციულის ბიულეტენი იყო ადაპტირებული — რას პასუხობენ ცესკოში
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი, ესმა გუმბერიძე On.ge-სთან აცხადებს, რომ ისნის ერთ-ერთ ოლქში უსინათლოთათვის მხოლოდ პროპორციული სიის ბიულეტენი იყო ადაპტირებული და მაჟორიტარული კანდიდატისთვის ხმის მისაცემად დახმარება დასჭირდა. ცესკოში აცხადებენ, რომ ორივე ბიულეტენი ადაპტირებული იყო და კონკრეტულად იმ უბანზე რა მოხდა, გაარკვევენ.
"ისნის მე-12 უბანზე როდესაც მივედით მე და კიდევ ერთი უსინათლო დღეს, სადაც ვაძლევ ხოლმე ხმას, დაგვხვდა მხოლოდ ერთი ჩარჩო, რომელიც არის განკუთვნილი პროპორციიული არჩევნებისთვის. ეს ვერ ერგებოდა მაჟორიტარების ბიულეტენს იმიტომ, რომ დაშორებები კანდიდატთა სახელებს შორის არ ემთხვეოდა პროპორციული სიისას, ამიტომ ვერ გამოიყენებდი. შედეგი იყო ის, რომ უბრალოდ ვიღაც უნდა შემოგვყოლოდა, ჩემს შემთხვევაში მშობელი, რომ მაჟორიტარიც შემომეხაზა ჩვენ გვქონდა ცესკოსგან წერილობითი ინფორმაცია, რომ უნდა ყოფილიყო თითო უბანზე 2 ჩარჩო. ჩვენ უბანზე იყო ერთი. როცა მოვიკითხე, სხვა უბნებზე ჰქონდათ 2-2 ჩარჩო", — განაცხადა ესმა გუმბერიძემ.
On.ge ინფორმაციის გასარკვევად ცესკოს დაუკავშირდა. აქ აცხადებენ, რომ ადაპტირებული ფორმები ყველა უბანზე იყო და კონკრეტულ უბანზე რა მოხდა, გაარკვევენ.
"ზოგადად, ორივე იყო ადაპტირებული. ჩარჩო-ფორმა იყო გაკეთებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩარჩო-ფორმა შემუშავდა მხარეებთან და სწორედ იმ პირებთან კონსულტაციით, რომლებიც მაგ საკითხებზე მუშაობენ. ჩარჩო ფორმას გაეცნენ და მოწონებული იყო უსინათლოთა კავშირის მხრიდან. თავდაპირველად, არსებობდა პრობლემა რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან რეგისტრირებული კანდიდატები, საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა ბევრი იყო და ჩარჩო-ფორმა გათვლილი იყო უფრო ნაკლებ კანდიდატზე. მოხდა ამ ჩარჩო-ფორმის ადაპტირება და შეცვლა იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ არჩევნებში მიეღო დამოუკიდებლად მონაწილეობა. კონკრეტულად იმ უბანზე რა მოხდა, ვერ გეტყვით", — გითხრეს ცესკოში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები