პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს, არ ესმის, რომ ეს წაახალისებს დანაშაულს — ბოკერია ზუგდიდზე
ფოტო: ევროპული საქართველ
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, რა თქმა უნდა, დასაფასებელია სამართალდამცავების საქმიანობა, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ ამ ამბავს, მაგრამ ამ საქმის წარმატებულობაზე საუბარი, როდესაც ბოროტმოქმედი გაქცეულია, არ შეიძლება.
ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ "პოლიტიკური კლოუნ" კობახიძეს და ივანიშვილის გარემოცვას არ ესმით, რომ ამგვარი საქმეები არის კრიმინალის წახალისება, არის კატასტროფა და ამით ქვეყანა მიდის უფსკრულისაკენ.
"გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რეაქცია, რაც ვიხილეთ ივანიშვილის რეჟიმის, განსაკუთრებით, გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის, კობახიძის, არის კიდევ ერთი დასტური, როგორ არის ჩვენი ეროვნული ინტერესი ამ ხელისუფლების, ივანიშვილის, მთელი ამ გარემოცვის შეცვლა რამდენიმე დღეში არჩევნებზე და ზოგადად, ცვლილებების მოტანა ჩვენ ქვეყანაში.
დღეს ვნახეთ განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლების ოპონენტებს სწყინთ, გაბრაზებული ვართ ვითომ ჩვენ, ევროპული საქართველო, პოლიციის წარმატებულ ოპერაციაზე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ამ პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს და ივანიშვილის სხვა სპიკერებს არ ესმით, რომ რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება მადლიერი ვართ ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს. ის, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ, ეს არის კარგი, მაგრამ, წარმატებულ ოპერაციაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, ფული წაიღო და მიმალულია ... როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, სანამ ეს ადამიანი დაკავებული არ იქნება.
ის, რომ ამ ადამიანს და ივანიშვილის გარემოცვას არ ესმით, რომ ასეთი ამბები არის წახალისება მომავალი დანაშაულის და მომავალში მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა, საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა, ეს არის კატასტროფა. ეს ხალხი უნდა გამოვცვალოთ სასწრაფოდ, თორემ ამ გზით ჩვენ მივდივართ უფსკრულისკენ, მთელი ქვეყანა.
თავისთავად, ის არ ესმით, რომ ასეთი ვითარების დროს, კრიმინალურ ვითარებაზე დისკუსია არის დემოკრატიისთვის აუციელებელი ნაწილი. ჩვენ, ევროპული საქართველოს, ტალახი არ გვისვრია. კონკრეტულ ადამიანებზე შეთქმულების თეორიებს არ ვისვრით. რაიმე დანაშაული არის ივანიშვილის ბრალი, მაგრამ საერთო ვითარება კრიმინალური, რომ მთელი ეს წლებია მძიმდება და ეს ყველაფერი გადატყდა პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების თავზე, ეს არის ფაქტი. ამას აქვს მიზეზები პირდაპირ ივანიშვილის პოლიტიკაში, რომელიც უნდა შეიცვალოს მის შეცვლასთან ერთად არჩევნებზე.
ეს არის კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა, მათი გაძლიერება, პოლიციის დასუსტება. აი ამაზეა საუბარი და ეს ხალხი ბედავს დღეს და ტალახს ისვრის და გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდნენ, იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებულები იყვნენ თვითონ ფაქტით, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული ჯერ-ჯერობით წარმატებით გაუვიდა ბოროტმოქმედს.
ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ქვეყანაში, უნდა ვიაროთ წინ. დიახ, კრიმინალთან უნდა იყოს მკაცრი ბრძოლა და არა პოლიტიკური შეთანხმება. ოღონდ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ჩვენ პოლიტიკურ კონკურენტს, სააკშვილს სურს. უნდა წავიდეთ წინ. საჭიროა თავისუფალი სასამართლო და ურთიერთდაბალანსება ყველა შტოსი, რომ შედეგი მივიღოთ კრიმინალთან ბრძოლაში, მაგრამ, ამას არ შეეწიროს არცერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები