ნინო ზაუტაშვილი: შეიძლება თანამშრომელს არ უყვარდე, მაგრამ უნდა გენდობოდეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორობის ხუთივე კანდიდატს გაესაუბრა. მათ შორის ბოლო ნინო ზაუტაშვილი იყო.
დირექტორობის კანდიდატმა ხედვის გაცნობის დიდი ნაწილი მაუწყებლის მიმართ ნდობის გაზრდას დაუთმო. მისი თქმით, მას, დირექტორობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებისგან ყველაზე დიდი ნდობა აქვს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაშველი რგოლი, მათ [მაყურებელს] უნდა ეიმედებოდეთ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ. ნდობას კანონები და რეგულაციები ვერ აკეთებენ, ნდობას აკეთებენ ადამიანები. ერთ-ერთი ადამიანი თუ ერთადერთი არა, ბოდიში ყველა კანდიდატთან, ვარ მე. ნდობა უკვე მოპოვებული მაქვს. ამიტომ, მინდა ჩემი ნდობის ეს მარგალიტები გადმოვდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება მაყურებელი,“ - თქვა ზაუტაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის გაზრდის ერთ-ერთ გზად.
ზაუტაშვილი ნდობის საკითხს გასაუბრების ბოლოსაც შეეხო, როცა მას სამეურვეო საბჭოს წევრმა ჰკითხა - მენეჯერი ყველა თანამშრომელს უნდა უყვარდეს თუ არა. დირექტორობის კანდიდატს მიაჩნია, რომ შესაძლოა დირექტორი ყველა თანამშრომელს არ უყვარდეს, თუმცა მას უნდა ენდობოდნენ.
„შეიძლება შენ არ იყო პირველი, მაგრამ შენთან უდნა გადაამოწმონ. უნდა იცოდნენ, რომ რაც გავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ის მოხდა. ამის მიღწევა შეიძლება ადამიანებით. ადამიანი არის ყველაზე სანდო. მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ვარ ყველაზე კარგი კანდიდატი“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დირექტორი თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც თანამშრომლებისგან იდეებს მიიღებს და შეუქმნის მათ პირობებს მუშაობისთვის.
„არ შეიძლება მესამე სართული პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას, შენ უნდა იცოდე რამდენი აქვს დეიდა ნათელას ხელფასი, რომელიც უზარმაზარ სტუდიას ალაგებს“, - დასძინა მან.
გარდა ნდობისა, ზაუტაშვილის ხედვით, აუცილებელია ტელევიზიის რადიოს და ვებგვერდის თანამშრომლების ხელფასების გადახედვა, მაუწყებლობის გავრცელების უზრუნველყოფა, საეთერო ბადის დახვეწა, ტექნიკური გადაიარაღება და რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. თუმცა, დირექტორად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში გავრცელების არეალის გაზრდასა და ტექნიკურ გადაიარაღებაზე მუშაობას გეგმავს.
ნინო ზაუტაშვილმა 2015-2016 წელს შეუსრულებელ სამაუწყებლო პრიორიტეტების შეუსრულებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მაუწყებელში არ არსებობდა პრიორიტეტების შესრულების ნება.
ზაუტაშვილი 1986-2002 წლებში სახელმწიფო ტელევიზიაში (ამდროინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი) მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, 2002-2009 წლებში ის იყო ტელეკომპანია იმედის შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი. ზაუტაშვილმა 2009 წელს მუშაობა ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელში გააგრძელა, გადაცემა სამოთხის ვაშლების წამყვანის პოზიციაზე, სადაც 2014 წლამდე იმუშავა. 2013 წლის სექტემბრიდან ის არის გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი.
დღეს დირექტორობის ხუთივე კანდიდატს შორის დებატებია დაგეგმილი. ხვალ კი სამეურვეო საბჭო ეცდება გენერალური დირექტორი აირჩიოს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები