გამყრელიძემ განმარტა, რომ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება
განახლება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო — გამყრელიძის თქმით, საბჭო მსჯელობს თბილისში ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესებაზე — რაც უზუსტობის გამო შეიცვალა. თავდაპირველად ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შემზღუდავ ღონისძიებებზე "მსჯელობა მიმდინარეობს" და საბჭო ორშაბათს გადაწყვეტდა რა შეზღუდვას დააწესებდა ან დააწესებდა თუ არა საერთოდ. მოგვიანებით კი იმავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება არც დედაქალაქში და არც სხვა რეგიონებში.
"დღეს ჩვენ გავითავისეთ უკვე, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და, შეიძლება, კიდევ ვერც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, არა ლაითურში და გურიაში, არამედ თბილისშიც არ იგეგმება", — აღნიშნა მან.
ამავე ბრიფინგის დასაწყისში კი კითხვაზე, დედაქალაქში კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებისას განიხილება თუ არა იმავე შეზღუდვების დაწესება, რაც ბათუმშია, გამყრელიძე უპასუხა:
"რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, რა ტიპის იქნება, თუ როგორი, ან იქნება, თუ არ იქნება, მიღებული იქნება საკოორდიანციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი".
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარიდანაა, თბილისიდან — 179. ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა იმერეთი 91 ახალი შემთხვევით. სხვა რეგიონებში დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:
ქვემო ქართლი — 28, შიდა ქართლი — 10, კახეთი — 11, მცხეთა-მთიანეთი და გურია — 3, სამცხე-ჯავახეთი — 1.
ენდელაძის თქმით, მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით, ყველაზე საშიში ვითარება, ეპიდემიოლიგიური კუთხით, ამ დროისათვის თბილისშია.
9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.
სულ კორონავირუსის 1 0752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 866 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 72.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 574 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 338 პირი მკურნალობს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები