თეთრი სახლი: რუსეთისადმი ამერიკის პასუხი სანქციებით არ ამოიწურება
უკვე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სანქციების მიუხედავად, ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს არ გააძევებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინის გადაწყვეტილებას „შესანიშნავ სვლას“ უწოდებს.
„[საპასუხო ზომების] გადადება შესანიშნავი სვლაა,“ დაწერა დონალდ ტრამპმა პარასკევს, ტვიტერზე. „ყოველთვის ვიცოდი, რომ [პუტინი] ძალიან ჭკვიანი იყო.“
ტრამპმა ამ ტვიტით ქება შეასხა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ცხრა რუსული სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიუხედავად საპასუხო ზომების მიღებისაგან თავი შეიკავა.
უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი კვირით ადრე, ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვს 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო სანქციები დაუწესა.
გასულ კვირას ობამამ ქვეყნიდან გააძევა რუსული დაზვერვის 35 თანამშრომელი, აგრეთვე დახურა რუსეთის მთავრობის კუთვნილი ორი სახლი მერილენდსა და ნიუ იორკში.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში “დემოკრატიის დაცვის ფონდის” წარმომადგენელმა ერიკ ლორბერმა თქვა, რომ ტრამპს სანქციების გაუქმება იოლად შეუძლია, მაგრამ არჩეულ პრეზიდენტს ვაშინგტონში მხარდამჭერთა პოვნა გაუძნელდება.
„კანონის თვალსაზრისით, სანქციები ტრამპისათვის დაბრკოლება არ არის. მას შეუძლია, პირველსავე სამუშაო დღეს კალმის ერთი მოსმით გააუქმოს ის. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს უფრო რთული იქნება, რადგან ადმინისტრაციამ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან მიღებული დამატებითი მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო პროცესთან რუსი ჰაკერების კავშირზე მიუთითებს.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სატელევიზიო მოწოდების მიუხედავად, რომ რუსეთს საპასუხო ზომები მიეღო, პუტინმა თქვა, რომ დაიცდის, სანამ თეთრ სახლს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება.
რუსი ექსპერტი არიელ კოენი ამბობს, რომ პუტინი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეტყობინებას უგზავნის.
„ის თვალს უკრავს ტრამპს და ეუბნება: „ჰეი, დონალდ, მე შენთან კარგი ურთიერთობა მინდა. მოდი, რაღაც ახალი და განსხვავებული გავაკეთოთ.“ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? ბუში და ობამაც ეცადნენ, პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონოდათ, მაგრამ ამაოდ.“
თეთრი სახლი ამბობს, რომ რუსეთისადმი ამერიკის პასუხი სანქციებით არ ამოიწურება. მიღებული იქნება სხვა ზომებიც, მაგრამ ისინი არ გახმაურდებიან.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები