რეფორმერმა თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ფოტო: რეფორმერი
პოლიტიკური პარტია რეფორმერის თავმჯდომარემ, თორნიკე ჯანაშვილმა სასტუმრო სტამბაში თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თორნიკე ჯანაშვილმა ოფიციალურად გახსნა პარტიის საარჩევნო კამპანია და პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
"რეფორმერი არის პლატფორმა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ ქვეყანაში განახორციელო რეალური ცვლილებები. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ჩვენი კანდიდატები. ეს იყო პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად განსხვავებული, გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი, ჩვენ პოლიტიკაში ჩართვის შანსი მივეცით ყველას, ვინც საკუთარ თავში უკვე აღმოაჩინა რეფორმერი.
პარტია რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ანი ჯაფარიძე — 31 წლის, ბიზნესის მართვის სპეციალისტი. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს რკინიგზის ქონების მართვის სამსახურში, საერთაშორისო მარკეტინგული კვლევითი კომპანია TNS-ში. რეფორმერის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი.
მაია კუკავა — 35 წლის, ფინანსისტი. მუშაობდა HSBC Bank Georgia-ში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ევროკავშირის პროექტების ფინანსურ მენეჯერად, ამერიკულ-უკრაინული პროექტის ფინანსურ დირექტორად კიევში. არის კომპანია ვაისის დირექტორი. რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში.
გიორგი ავაზაშვილი — 35 წლის, იურისტი. მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, ენერგეტიკის და კულტურის სამინისტროებში, საქართველოს ახალგაზრდულ ასოციაციაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში. რეფორმერის კანდიდატი ისანში.
დავით შალუტაშვილი — 30 წლის, ეკონომეტრიკოსი. მისი სამუშაო გამოცდილება დაიწყო სასტუმრო რედისონში, აქვს ბიზნესის მართვის 8-წლიანი გამოცდილება. მისი ბიზნესი ორიენტირებულია უცხოური კაპიტალის და ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. დავითი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სატრანსპორტო ლოჯისტიკურ კომპანიებს ალაგს და ექსპოჰაბს. რეფორმერის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.
ხატია ქობალია — 29 წლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი, მუშაობდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად, ასევე ბრიუსელში ევროპარლამენტში, EPP ჯგუფში, UND-ის პროექტის მენეჯერად. ხატია გაეროს მოდელირების ასოციაციის ხელმძღვანელია საქართველოში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში.
მიკიბო (მიხეილ) კოხრეიძე — 28 წლის, ციფრული არტისტი. მიკიბო მუშაობს 14 წლის ასაკიდან, მუშაობა დაიწყო სარეკლამო კომპანიაში დიზაინერად, იყო არტდირექტორი სხვადასხვა დიჯითალ კომპანიაში. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან, Pixar Disney Studio-ში, Zynga, CapCom, King. ასევე, მუშაობდა შვედეთში THQ პროექტზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში.
ბაჩო ბუჩუკური — 32 წლის, ტურიზმის მენეჯერი. მუშაობდა ლონდონში, უძრავი ქონების მიმართულებით. არის ტურისტული კომპანიის georgialike-ის დამფუძნებელი საქართველოსა და ყაზახეთში, სასტუმროების მართვის კომპანია hotels group-ისა და საინვესტიციო კომპანია jeoinvest-ის დამფუძნებელი, ბაჩო საქართველოს სამგზის, ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-დუშეთი-თიანეთი და ყაზბეგის ოლქში.
ჯეი ოქროპირიძე — 34 წლის, ბიზნესის მართვის სპეციალისტი. ჯეი მუშაობდა ლონდონში L.K.Bennett, Save the Children-ში, ასევე Zegna, Paul & Shark, Hugo Boss-ში. რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში.
რეფორმერის კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პარტიის მხარდამჭერები.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები