მეუფე გიორგის პოზიციაში სიხისტე ნამდვილად ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ — ანდრია ჯაღმაიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე გიორგის პოზიციაში სიხისტე ნამდვილად ჩანდა, მაგრამ მისი განცხადება მთლიანობაში უნდა განხილულიყო. ჯაღმაიძის თქმით, მეუფე გიორგის განცხადებაში ჩანდა, რომ მან დაავალა მღვდელმსახურს გარემოებების შესწავლა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მას არ ჰქონდა საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია.
"ეს დავალება მის კატეგორიულ ტონს ერთგვარად არბილებდა და ტოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ გარემოებების გათვალისწინებით, მომხდარიყო წესის აგება. თუმცა, კი, ჩანდა იქ ძალიან ხისტი პოზიციაც, მაგრამ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ ეს განცხადება და ჩვენ ვნახავთ, რომ მან იზრუნა იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეესწავლა გარემოებები", — განაცხადა ჯაღმაიძემ ტვ პირველთან საუბრის დროს.
ჯაღმაიძე ამბობს იმასაც, რომ ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, საპატრიარქომ დასაშვებად მიიჩნია წესის აგება.
"დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ახალგაზრდას ტრაგიკულმა აღსასრულმა. ბევრი სპეკულაციები გაკეთდა დღის განმავლობაში წესის აგებასთან დაკავშირებით, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს. როცა ასეთი საორჭოფო ვითარებაა, თუკი არ დგინდება მიზანმიმართული ხელყოფა საკუთარი სიცოცხლისა, თუკი ეკლესიას ეძლევა საშუალება წესის აგების დაშვებისა, ყოველთვის ამ მხარეს ვიხრებით. ახლა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წესის აგება", — ამბობს ის.
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) ამბობს, რომ თერჯოლაში დაღუპულ 11 წლის მოზარდს წესს ვერ აუგებენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ. მისი აზრით, ეს "ღვთის გმობაა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს დაღუპული ბავშვის ბებია და ამბობს, რომ ბავშვი მორწმუნე იყო და შეიძლება თავი არც მოუკლავს. ის იმედოვნებს, რომ საპატრიარქო გამონაკლისს დაუშვებს.
11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობით მამაა დაკავებული. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამამ ბავშვი ცემისას მოკლა და თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა.
წესის აგების საკითხი სასულიერო პირებმა პრობლემად აქციეს ლუკა სირაძის შემთხვევაში. ისინი ამბობდნენ, რომ გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს წესს ვერ აუგებდნენ, რადგან თვითმკვლელობის შემთხვევაში ამას რელიგიური წესი არ ითვალისწინებს. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ პატრიარქის კურთხევით ლუკა სირაძეს წესს აუგებდნენ.
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები