საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო უკვე სამი პარტია დაჯარიმდა
საქართველოში საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო სამი პარტია დააჯარიმეს. სამივე მათგანის თქმით, ეს პოლიციის მხრიდან კონსტიტუციისა და კანონის დაარღვევა, პოლიციის საქმე კი კრიმინალების დაჭერაა.
პირველი პარტია, რომელიც ამ მიზეზით დააჯარიმეს ევროპული საქართველოა. პარტიის აქტივისტები პლაკატებს იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკრავდნენ.
"რა დღეშია ეს პოლიცია, იმის მაგივრად, რომ ებრძოლონ კრიმინალს, მოდიან და აჯარიმებენ პატარა ბავშვებს. ამ ქმედებით ისინი არღვევენ კონსტიტუციასა და კანონს", — განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
როგორც On.ge-ს პარტიაში უთხრეს, მათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ჯარიმის მიზეზად ქალაქის იერსახის დამახინჯება დაუსახელა. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ საჯარიმო ქვითარი არ ჩაიბარეს.
მეორე ჯარიმა სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტს დაუწერეს. მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამბობს რომ პოლიციისგან რეგირებას ითხოვს იმ პოლიციელზე, რომელმაც ჯარიმა დაუწერა მის აქტივისტს.
"ვადგენთ სამართალდარღვევის ოქმს და ვითხოვთ პოლიციისგან რეაგირებას კანონდამრღვევ პოლიციელზე, რომელიც "აკაჩავებდა" სრული ამ სიტყვის გაგებით, ქუჩაში მდგომ ადამიანს, რომელიც პლაკატებს აკრავდა. ამ ადამიანებისგან მოვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას", — განაცხადა ვაშაძემ.
დაჯარიმებას ვერ გადაურჩა გირჩიც. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი მირიან ბეჟიტაშვილი რუსთაველზე, სამშენებლო ღობეზე, გირჩის სტენსილის დახატვის გამო დააჯარიმეს. როგორც მირიანი On.ge-თან საუბარში აღნიშნავს, "კალაძის პოლიციის ჯარიმის გადახდას არ აპირებს".
“სამშენებლო ღობეზე ვაკეთებდი გირჩის სტენსილის, რა დროსაც კალაძის პოლიცია მოვიდა და 1 000 ლარით დამაჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამიკრავს მსგავსი გირჩის სტენსილი. ვფიქრობ რომ ეს ჯარიმა, არის უსამართლო და ემსახურება პოლიტიკური აქტივობების ხელის შეშლას", — განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალურ ინსპექციას კანონი არ დაურღვევია, რადგან პარტიებს საარჩევნო აგიტაციის დაწყება არჩევნებამდე ორი თვით ადრე შეუძლიათ. ისინი მიუთითებენ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლზე, სადაც წერია, რომ "წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით".
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები