საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მიუხედავად, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას ეცდება — ლელო
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერებმა, ფიქრია ჩიხრაძემ და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ლელო საქართველოსთვის ლიდერები იმაზეც საუბრიბენ, რომ შესაძლოა, პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლონ, ამ შანს კი ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.
ლელოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობას.
"2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის, სახელმწიფო პერსპექტივისთვის საეტაპო მნიშვნელობისაა. ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და დახმარებით მიაღწია იმას, რომ საარჩევნო სისტემა უფრო სამართლიანი გახდა იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა, ვიდრე წარსულში იყო. იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საერთაშორისო ჩართულობას სადამკვირვებლო მისიების აუცილებელი მონაწილეობის სახით, რასაც, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე დაემუქროს კოვიდინფიციით გამოწვეული შეფერხებების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ამასთან დაკავშირებით, ამის გარეშე არჩევნების სამართლიანად ჩატარება ძნელად წარმოგვიდგენია", — განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ლელოს პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ხელისუფლებას უკვე ჩართული აქვს ძალადობრივი მანქანა მიმდინარე კამპანიის დროს.
"ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიხილეთ ქართული ოცნების პირობებში ჩატარებული სამი არჩევნების განმავლობაში — სუსისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის სრული დატვირთვით გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და მათ არჩევანზე ზემოქმედება.
ქართული ოცნების პირობებში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ადგილზე მუშაობის საკითხი მწვავედ დგას და აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
IRI, NDI, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი და სხვა მისიები სტანდარტულად გრძელვადიანად აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როგორც დარღვევების აღმოფხვრის, ასევე, ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის. კოვიდ პანდემიის გამო სერიოზული საფრთხის წინაშე დგება გრძელვადიანი მისიების ჩამოსვლა საქართველოში და მათი სრულფასოვანი და შეუფერხებელი საქმიანობა ველზე. მინდა, თხოვნით მივმართო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ მისიების ჩამოყვანა წინასაარჩევნო პერიოდში", — აცხადებს დათუნაშვილი.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი იმაზეც საუბრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად წელავს დროს და უმოქმედოდაა. სასწრაფოდ შესამუშავებელია სპეციალური მექნიზმი (გაიდლაინი), რათა პანდემიის პირობებში მისიებს შეეძლოთ სრულფასოვნად მუშაობა და მათ წარმომადგენლებს დროულად ჩამოსვლა ადგილზე.
"ეს საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დროულად შეიმუშაოს ზემოხსენებული მექანიზმი, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სამუშაო გარემო შექმნას ადგილზე მისიების მუშაობისათვის. ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. ველით დროულ რეაგირებას, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს მთელი საარჩევნო პროცესი და ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. ამავდროულად, მოვითხოვთ საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის შესახებ", — აღნიშნა დათუნაშვილმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები