ედუარდ მარიკაშვილი: კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს აქვს იმის წინაპირობა, რომ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს
ფოტო: ედუარდ მარიკაშვილი / Facebook
2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი ("კანონი"). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI-ის) სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ძალინ აზიანებს.
ედუარდ მარიკაშვილი: ჩვენ ჩართული ვიყავით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების ბოლო განხილვებში, მათ შორის პარლამენტშიც ვიყავით მოსმენებზე. პრობლემა იყო რამდენიმე – ერთი ის, რომ არ იყო ცხადად გამოვლენილი, ანუ გამიჯნული ეს ცვლილებები ეხებოდა თუ არა მაუწყებლებსაც. ამ ნაწილში შეჯერდა აზრები და ამ ცვლილებებიდან მაუწყებლები მეტწილად გამოირიცხნენ. ორიენტირი გაკეთდა კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან მიმართებით, მათ შორის დროებითი მმართველის დანიშვნაზე და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში არ შეჩერების საკითხზე. ამიტომ, მედიის თავისუფლების ნაწილი მოხსნილია, თუმცა კითხვა არის შემდეგი – კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებულ პირებთან მიმართებით რამდენად მართებულია ეს ცვლილებები, რაც განხორციელდა?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მედიის ნაწილში ვიყავით წარმოდგენილები, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი არის ჩვენი ორგანიზაციის სფერო, მათ შორის საკუთრების უფლება, მერე წარმოების თავისუფლება და ვფიქრობთ, რომ ამ ჩანაწერით კანონპროექტის ავტორებმა და შემდეგ პარლამენტმა, გარკვეულწილად რეალური განზრახვები დამალეს. მაქსიმალურად ცდილობდნენ არ გაეჟღერებინათ, რომე ერთი კომპანიის მიმართ – კავკასუს ონლაინის გამო ხდებოდა ამ ცვლილების მიღება. შემდგომმა დისკუსიებმა ცხადყვეს და ყველას განცდა იყო ის, რომ ამ ცვლილელებით სურდათ იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაც კავკასუს ონლაინის წილების გასხვისებას უკავსირდებოდა.
ზოგადად კანონის ერთი ქეისისთვის მიღება პრობლემურია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, რაც ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ძალინ აზიანებს. მეორე არის საკუთრების უფლება. ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც გულისხმობს, რომ დროებითი მმართველი შევიდეს და ამ დროებით მმართველს მიენიჭოს საკუთრების განკარგვის უფლება. ეს არის საკუთრების უფლებაში ძალიან უხეში ჩარევა. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩარევაა, არამედ დარღვევაა საკუთრების უფლების. თუკი ცნობილი გახდება, რომ განკარგულ ქონებასთან მიმართებით დროებითი მმართველის გადაწყვეტილება იყო უკანონო, არ არსებობს ბერკეტი, რომლითაც მოხერხდება დაბრუნდეს ეს ქონება პირვანდელ მფლობელთან. ქონება უკვე განკარგულია, ანუ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა საკუთრების უფლების მფლობელთან იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ამ კუთხით არის ეს ცვლილებები პრობლემური.
კავკასუს ონლაინი აპირებს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს სასამართლოს. თვლით თუ არა რომ კანონში განხორციელებული ცვლილება არის ანტიკონსტიტუციური?
საკუთრების უფლებასთან მიმართებით, არის ძალინ დიდი განცდა იმის, რომ ეს ნორმები, სავარაუდოდ, შესაძლოა გამოცხადდეს როგორც არაკონსტიტუციური. აქვს იმის რესურსი, რომ გამოცხადდეს როგორც არაკონსტიტუციური.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები