საქპატენტის თანამშრომელი ამბობს, რომ ხელმძღვანელი მთავარი არხის რეგისტრაციის გაჭიანურებას ითხოვდა
საქპატენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კასრაძე მისივე სამსახურის ხელმძღვანელს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებს. მან მინდია დავითაძის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით 30 ივლისს მიმართა.
On.ge დაუკავშირდა ირაკლი კასრაძეს, რომელიც საქპატენტში სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. იგი აცხადებს, რომ მან საქპატენტის ხელმძღვანელისგან მიიღო უკანონო დავალება, რომლის მიხედვით პრობლემები უნდა შეექმნა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიასა და მთავარი არხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, ბაზაზე წვდომა შეუზღუდეს და უფუნქციოდ დატოვეს.
როგორც ირაკლი ჰყვება, თავდაპირველად მიმდინარე წლის მაისში ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია ყველა ოპოზიციური პარტიისა და მათთან დაკავშირებული პირების სასაქონლო ნიშნების შესახებ. მისი თქმით, ამ დროს ამგვარი ორი მიმდინარე განაცხადი იყო: გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას და მთავარი არხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ.
"მთხოვა, რომ მიმეთითებინა აბსოლუტურად ყველა მონაცემი ამ სასაქონლო ნიშნებზე: განმცხადებელი ვინ არის, როდის უწევდა რეგისტრაცია, განაცხადის კლასი და ა.შ." , — აცხადებს კასრაძე.
მისივე თქმით, მეორე დღეს, მან 21 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა, რის გამოც მინდია დავითაძემ დაიბარა და უთხრა, რომ თუ მთავარი არხის ნიშანზეც იგივე განმეორდებოდა, საკადრო ცვლილებები შეეხებოდა.
"დამიბარა და მითხრა, ამ ოპოზიციის ნიშანზე ზემოდან ძაან მაკაჩავეს და მთავარის ნიშანზეც იგივე თუ განმეორდება, მაშინ საკადრო ცვლილებები მომიწევს შენთან მიმართებაშიო", — უყვება კასრაძე On.ge-ს.
მისი თქმით, ამის შემდეგ ხელმძღვანელმა მოთხოვა, რომ ძალა ერთობაშიას ნიშანთან დაკავშირებით სააპელაციო პალატაში საჩივარი შეეტანა და ნიშნის რეგისტრაციისთვის პრობლემა შეექმნა, რაზეც მან უარი უთხრა. ირაკლი ამბობს, რომ საპასუხოდ დავითაძემ ახალ დეპარტამენტში გადასვლა მოსთხოვა, რაზეც ასევე უარი მიიღო.
"27 ივლის დამიბარა და მითხრა, რომ ვაკეში უნდა გადაგიყვანოო. ჩვენ ძირითად ოფისში, მცხეთაში ვართ. ვაკეში არის ახალი დეპარტამენტი, მოქალაქეთა მომსახურება, კანცელარია, ცხელი ხაზი და სხვა. მე ვუთხარი, რომ არ ვთვლიდი მიზანშეწონილად იქ გადასვლას.
მეუბნება, საკადრო პოლიტიკას მე განვსაზღვრავო. მე ვუთხარი, შენ არ განსაზღვრავ, კანონით ვარ დანიშნული-მეთქი. თუ გინდა გაშვება, შემიწყვიტე ხელშეკრულება ცალმხრივად და გავასაჩივრებ-მეთქი. მიპასუხა, არა, მე მაგის ჩიტი არ ვარ, ვიცი როგორც უნდა გემუშავოო", — ამბობს კასრაძე On.ge-სთან.
ის ჰყვება, რომ სწორედ ამის შემდეგ ბაზაზე წვდომა გამოურთეს და უფუნქციოდ დატოვეს, მისი უფლებამოსილება კი სხვას გადააბარეს, რასაც კასრაძე უკანონობას უწოდებს. მან გენერალურ პროკურატურას მიმართა და ხელმძღვანელის ქმედებების კანონიერების შესწავლა მოითხოვა, თუმცა, მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მთავარი არხის ეთერში რეპორტაჟი გავიდა. გამოკითხვაზე კასრაძე გუშინ, 13 აგვისტოს იმყოფებოდა.
"30 ივლისს მივმართე გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვე მისი ქმედებების შესწავლა. ვთვლი, რომ არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.
მიმართვის ამბავი ამათთვის ცნობილი რომ გახდა, 4 დღეში, 3 აგვისტოს ჩემი მოვალეობის უკანონო შემსრულებელს დაარეგისტრირებინეს მთავარი არხის ნიშანი, რომელზეც მანამდე ითხოვდა პროცესის გაწელვას", — აცხადებს კასრაძე.
ირაკლი კასრაძემ მიმართა სახალხო დამცველსაც. On.ge-ს ომბუდსმენის აპარატში უთხრეს, რომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს.
On.ge საქპატენტსაც დაუკავშირდა, სადაც რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს და გვითხრეს, რომ ამით ვიხელმძღვანელოთ. ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მთავარმა არხმა ირაკლი კასრაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ირგვლივ კასრაძის ქმედებები რეგისტრაციის პროცესის პოლიტიკური მიზნებით შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვებს აჩენდა, ამიტომ საქპატენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა მასზე დელეგირებული უფლებამოსილება და მთავარი არხის სასაქონლო ნიშანი კასრაძის გარეშე დარეგისტრირდა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები