ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელო საქართველოსთვის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას აგრძელებს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ახლა უკვე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ყოველდღიურ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
ლელოს ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ლელოს ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის სამართლიანი და დაცული სახელმწიფოს აშენებაა.
"მინდა, მომავალი თაობისთვის შევქნათ ეს ქვეყანა. ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ აქ უამრავ ბავშვს ვხედავ და ვხვდები, რომ მათთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ყველა საზღვარს გადასცდა ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება, ალბათ რაღაც დავაკელით ამ ქვეყანას და ეს უნდა ავანაზღაუროთ. მოსახლეობის ნახევარი რომ სოციალურ დახმარებაზეა,?ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ეშინიათ მუშაობა, რომ ლუკმა პური არ დაკარგონ სოციალურის სახით. ჩვენ მათ ღირსეულ დახმარებას ვთავაზობთ, რაც მუშაობისა და სოციალური დახმარების მიღების საშუალებას ერთდროულად მისცემს. პრობლემა გვაქვს ბიზნესშიც მათ ეშინიათ, რომ ფინანსური პოლიცია დაადგება თავს, ჩვენ ფინანსურ პოლიციას აუცილებლად გავაუქმებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერის თქმით, შესაცვლელია საგამოძიებო სტრუქტურაც, რომელიც ვერ ახერხებს შესაბამისად მუშაობას და აუცილებელია მისი დეპოლიტიზება. სასამართლო სისტემა ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს.
"სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა შევცვალოთ და ხელი შევუწყოთ განათლებას. ძირეულად შევცვალოთ ეს სფერო, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის", — აცხადებს ხაზარაძე.
ვარკეთილის მოსახლეობას ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.
"ლელო არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არასდროს არ მოგატყუებთ. ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, არჩევის შემდეგაც ხშირად შემდეგაც შეგხვდებით და არ შეგვრცხვება იმის, რომ რასაც დაგპირდით ვერ შევასრულეთ, ეს ასე არ იქნება. სამწუხაროდ, დღეს უსაფრთხოების განცდა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღე საშინელი ამბავი ხდება. ეს იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ლელოს ლიდერის, ლანა გალდავას თქმით, "სამგორი ინფრასტრუქტურულად ყველაზე კარგად განვითარების საშუალებას იძლევა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ეს ქვეყანა ინდუსტრიულ ზონად უნდა გადავაკეთოთ და ამ რაიონს უდიდესი პოტენციალი აქვს".
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები