გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა — დეკანოიძე სუს-ში ჟურნალისტებისა და რესპოდენტების დაბარებაზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებისა და რესპოდენტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა.
მისი თქმით, ყველა ბრძანების გამცემი და ამ ხალხის სუს-ში დამბარებელი ხალხი კანონისწინაშე აგებენ პასუხს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ეს ინფორმაცია აუცილებლად ეცნობება როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ — მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში", — განაცხადა დეკანოიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მთავარი არხის სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებიც კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობდნენ. უწყების განმარტებით, ისინი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძების ფარგლებში გამოიკითხებიან, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსზე ცრუ შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ დაიწყო.
სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბოტაჟის საქმეზე გამოკითხული მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორად თარგმნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 3 000-დან 10 000 ლარამდე სთავაზობენ.
პასუხად მთავარ არხში აზერბაიჯანულენოვანი ვერსია, ტიტრებით გაუშვეს.
ამავე სამქეზე დღეს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, ხათუნა სამნიძე მოწმის სტატუსით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. მისი თქმით, მას სუს-იდან გუშინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სჭირდებოდათ დასტური, ნამდვილად დაწერა თუ არა მან პოსტი Covid-19-ის სტატისტიკის გაყალბებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მას ამასთან დაკავშირებით არანაირი პოსტი არ დაუწერია და ამ თემაზე მხოლოდ კომენტარები აქვს დაწერილი. თუმცა, პირი, რომელიც მას დაუკავშირდა, მისგან აღნიშნულ საკითხზე პოსტის დაწერის დადასტურებას ითხოვდა.
როგორც სამნიძე ამბობს, ეს "ადამიანების პირდაპირი დაშინება" და ამა გამოძიებასთან საერთო არაფერი აქვს.
მისივე თქმით, ოფიციალური უწყების მიღების შემდეგ, იურისტებთან კონსულტაციას გაივლის და გადაწყვეტს მივიდეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები