ციფრული ტექ-ფესტივალი atech Restart დასრულდა — გაიცანით გამარჯვებულები
ფოტო: აჭარაბეთი
18 ივნისიდან 21 ივნისამდე აჭარაბეთის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად ციფრული ტექ-ფესტივალი aTech Restart გაიმართა. ტექ-ფესტივალის თემა "ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან" იყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინოვაციური იდეების კონკურსი, სადაც დარეგისტრირებულ გუნდებს უნდა წარედგინათ იდეა, თუ როგორ შეიძლება გავერთოთ მომავალში ტექნოლოგიების დახმარებით და შეემუშავებინათ ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
კონკურსში სამმა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთათვისაც აჭარაბეთმა 20 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო. ჟიურის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში ახალი იდეების განხორციელების, ტექნოლოგიური პლატფორმების, სტარტაპების განვითარების კუთხით დიდი პოტენციალია და იმედოვნებენ, სამომავლოდ კრეატიული და საინტერესო პროექტები შეიქმნება.
სამი გამარჯვებული პროექტი კი ასე გამოიყურება:
I ადგილი — Inception
პროექტ Inception-ის ერთ-ერთი ავტორი ლუკა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ როცა გართობის საკითხებზე ვსაუბრობთ, ძველი ბერძნების ეპოქიდან დღემდე იდეურად ბევრი არაფერი შეცვლილა. ადამიანები მაშინაც და ახლაც აწყობდნენ შეკრებებს, კარნავალებს, ღონისძიებებს და ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დადებითი ემოციები გადაეცათ. Covid-19-ის შემდგომ პერიოდში კი გართობის ეს ფორმა ხელმისაწვდომი ნაკლებადაა და ადამიანები ძირითადად სახლში არიან ჩაკეტილი. ეს ყველაფერი კი ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს. Inception ვირტუალური სივრცეა, სადაც არტისტებს შეუძლიათ თავიანთ მუსიკა დაუკრან, ხოლო დამსწრეებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტის გარეშე იცეკვონ, გაერთონ, მოუსმინონ მუსიკას და ა.შ. გუნდმა, რომელშიც ლუკა კაკაბაძე, სანდრო თავართქილაძე და გიორგი გედიანიძე ერთიანდებოდნენ, საპრიზო ფონდიდან 10 000 ლარი მიიღო.
II ადგილი — 4°C
ზვიად ბიბილაშვილი ხსნის, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებს შორის კონკურენცია ძალისმიერი მეთოდებიდან გონებრივი შესაძლებლობებით შეიცვალა, მომავალში კი ამ იდეას, განსაკუთრებით გართობის სფეროში განვითარების უფრო დიდი პოტენციალი შეიძლება მიეცეს. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს ინოვაციური იდეა 4°C, რომელიც არაა ტვინის მიერ კონტროლირებული პრიმიტიული თამაში, არამედ ის გულისხმობს სხვადასხვა თამაშის ტვინის იმპულსებით წარმართვას. ამ თამაშით ადამიანები შეძლებენ გამოიმუშავონ კონცენტრაცია და გონების კონტროლის უნარი. ზვიად ბიბილაშვილის, ალექსანდრე თექთუმანიძის და დემეტრე ჩალიგავას გუნდმა 6000 ლარი მიიღო.
III ადგილი — Cyber Mirror
"გახდი უკვდავი და გაერთე" ესაა Cyber Mirror-ის მოწოდება. Cyber Mirror თქვენი ციფრული ასისტენტი და კომპანიონია, რომელიც ცდილობს, გაგიცნოთ და გაგიგოთ. ის გისმენს, გესაუბრება, გეთამაშება, ეცნობა შენს გემოვნებას და შემდეგ შენი ქცევების სიმულაციას და მსგავსი იდეებისა და ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან შენს დაკავშირებას ახერხებს. პირველ რიგში თქვენ ქმნით თქვენი ხელოვნური ინტელექტის არქეტიპს, შემდეგ ეტაპზე უკავშირდებით სხვა ადამიანების არქეტიპებს, "პერსონებს", მესამე დონეზე კი იძენთ "ციფრულ უკვდავებას". მარიამ გოჩიაშვილის, თამთა პაპუკაშვილის, დათო სამნიაშვილის და თემურ ჩიჩუას გუნდმა ამ იდეისთვის 4000 ლარი მიიღო.
ასევე, კონკურსში დარეგისტრირებულმა ერთ-ერთმა გუნდმა (გიორგი ლატარია, დავით გადელია, გიორგი ცინცაძე, ცოტნე ცინცაძე) გამორჩეული იდეისთვის Keep Up აჭარაბეთისგან 1000-ლარიანი ფულადი პრიზი მიიღო.
ინოვაციური იდეების კონკურსის გარდა ფესტივალის პირველ და მეორე დღეს დამსწრეების წინაშე 12 მომხსენებელი წარდგა:
- დავით ჩეჩელაშვილი — გართობის ინდუსტრიის მომავალი
- სოფიო გაჩეჩილაძე — მომხმარებლის გამოცდილება - ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის
- ზურა ჯიშკარიანი — ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია
- ლაშა ჯოჯუა — NOOPS & RPA
- გიორგი ტაბიძე — ქსელური ეფექტების გამოყენება ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებში
- ირაკლი მიქიაშვილი — როგორ ვითამაშოთ კარიერაში
- არჩილ ვარშანიძე — MVP - Most Valuable in Product
- ვახო მდივანი — მარკეტინგის გემიფიკაცია
- ირაკლი დავარაშვილი — პირველი ქართული ინტერაქტიული კინო - თამაში
- მარკ რეინ-ჰაგენი — სინერგიული სთორითელინგი: კრეატიული სოციალური გეიმინგი 2.0
- ემი პეკი — მომავალი არ გაშუქდება: ჩვენი მომავლის ვირტუალური, შეცვლილი და შერეული რეალობა
- კოტე ხუციშვილი — გუნდის კმაყოფილება, როგორც საუკეთესო შედეგების წინაპირობა
ფესტივალი ციფრულ ფორმატში ტარდებოდა და 21 ივნისს დასრულდა. ფესტივალის ჩანაწერები ხელმისაწვდომია Facebook გვერდზე adjarabet people. აჭარაბეთის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციურ პროექტებსა და სტარტაპებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც მრავალ საინტერესო პროექტს შესთავაზებენ.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები