ჰესების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ნორვეგიის გამოცდილება — ნენსკრა ჰიდრო
ნენსკრა ჰიდრო ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს მთელი რიგი უპირატესობები, რითაც წყალსაცავიანი ჰესები გამოირჩევა.
მათი თქმით, ჰიდროენერგეტიკის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღებისთვის, არამედ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.
კომპანია ავრცელებს BMG-ის ინტერვიუს ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის ლიცენზირების დეპარტამენტის უფროს კარსტენ ჯენსენთან და აღნიშნავს, რომ ნორვეგია ამ დარგის განვითარებით მსოფლიო ლიდერებს შორისაა:
— რამდენი ჰესია ნორვეგიაში და რა მოცულობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ წლიურად?
— ნორგვეგიაში ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატსაათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ნორვეგიაში 1600 ჰესი გვაქვს, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატია. ქვეყანაში 1000-მდე წყალსაცავია, რომლებიც ჰიდროგენერაციისთვის გამოიყენება. შედეგად, ევროპის რეგულირებადი სიმძლავრის 50% ნორვეგიაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 70%-ს რეზერვუარიანი ჰესები აკმაყოფილებენ. რაც შეეხება ჰიდრორესურსების ათვისებას, ნორვეგიის ჰიდროპოტენციალი სულ 215 ტერავატსაათია, რომლის დაახლოებით 60% ქვეყანამ უკვე აითვისა.
— ისტორიულ ჭრილში როგორ განვითარდა ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკა, რა ძირითადი ეტაპები გაიარა? იყო თუ არა წინააღმდეგობა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან მეგაპროექტების განხორციელებისას?
— ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ჰიდრორესურსების ათვისება 1900-იან წლებში დავიწყეთ, თუმცა ჰიდროენერგეტიკის ბუმი ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ახლიდან აშენება და გარემოსდაცვით საკითხები არ იყო აქტუალური. უკვე 1960-1970 წლებში რამდენიმე დიდი პროექტი გვქონდა, რომლებიც წინააღმდეგობისა და დემონსტრაციების თანხლებით განხორციელდა. ასე რომ, ნორვეგიასაც აქვს ასეთი გამოცდილება, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე აღარ ვაშენებთ ბევრ დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რადგან ჩვენ წლების წინ ავითვისეთ მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსი.
— როგორ გადალახეთ წინააღმდეგობები?
— რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გარემოს საკითხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნივნელოვანია და რასაც ნორვეგიაში ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებისას მივმართავთ, ეს არის პროექტის დასაწყისშივე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი რესურსების გამოყენების სანაცვლოდ, გარკვეული სარგებლის უზრუნველყოფა.
ნენსკრა ჰიდროში მიუთთებენ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაზე და აღნიშნავენ, რომ ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის დაყოვნება არ მოხდეს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ამ დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებულია ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა, რაც აამაღლებს სისტემის ადეკვატურობას, მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას.
"ჰიდრო რესურსების აკუმულირება სწორედ კაშხლოვან ჰესებშია შესაძლებელი, რომელსაც "ენერგეტიკული ზამთრის" პერიოდში ავითვისებთ, ანუ იმ თვეებში, როდესაც საქართველო მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობენ", — აღნიშნავენ კომპანიაში.
2019 წლის მონაცემებით, დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ის ტოლია, რომელიც მოიცავს ჰესების დადგმულ სიმძლავრეს 3300 მგვტ-ს და თბოელექტროსადგურების მიერ დადგმულ სიმძლავრეს 925 მგვტ. ნავარაუდებია, რომ 2020–2030 წლებში არსებულ დადგმულ სიმძლავრეს დაემატება ახალი ჰესების დამატებითი სიმძლავრე, რაც 2022 წლისთვის ჯამური დადგმული სიმძლავრის ზრდას არსებული 4247 მგვტ-დან 5014 მგვტ-მდე უზრუნველყოფს. 5984 მგვტ-მდე — 2024 წლისთვის და 7945 მგვტმდე — 2030 წლისთვის.
2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში შემდეგი ტიპის ჰესები ფუნქციონირებდა: 7 მარეგულირებელი, 4 დღიური რეგულირების, 27 სეზონური, ანუ მოდინებაზე და 53 მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ 91 ჰიდროგენერაციის ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის რესურსების (რაოდენობრივად) დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როდესაც, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 22% აქვს ათვისებული.
ნენსკრა ჰიდრო ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე ქართველ ექსპერტების მოსაზრებებსაც ავრცელებს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, რომელსაც BMG ესაუბრა:
— ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწეხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი პოტენციალი რეზერვუარიანი ჰესების და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი არის მოდინებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ძალიან შეზღუდულები ვართ ამ კუთხით.
რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია.
— საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთთვის რამდენად მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?
— დღეს რომ ჩვენ ენგურჰესი არ გვქონოდა, მიბმული ვიქნებოდით მეზობელ ქვეყნებზე და არ გვექნებოდა არანაირი ენერგოდამოუკიდებლობა ელექტროენერგეტიკის კუთხით. ენგურის მოცულობის კაშხლები საქართველოში ვეღარ განხორციელდება, ვინაიდან ის ძალიან დიდია — არ არის ამის პოტენციალი. თუმცა, ისეთი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, აუცილებელია და მათ არანაირი კატასტროფა და ცუდი შედეგის გამოწვევა არ შეუძლიათ.
ონლაინგამოცემ PIA ესაუბრა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ბერიძესაც. ის ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ტენდენციას აფასებს. ექსპერტის თქმით, 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.
— შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? — პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.
— პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები თუ განვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.
— უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1600–ზე მეტი ჰესია. აქედან 1000–მდე კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?
— ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები